მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა კანონი რუსული ენის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ

მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა კანონი ენების ფუქნციონირების შესახებ, რომელიც რუსულს ერთაშორისი ურთიერთობის ენის სტატუს ანიჭებდა

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსული ენის განსაკუთრებული სტატუსის ანულირების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დომნიცა მანოლემ კონკრეტული მაგალითებით დაასაბუთა სასამართლოს გადაწყვეტილება.

კონსტიტუციური სასამართლოს მიერ მოლდოვას პარლამენტის რამდენიმე დეპუტატის მიმართვის საფუძველზე მოლდოვას ტერიტორიაზე ენების ფუქნციონირების შესახებ კანონზე კონტროლის განხოციელებისას მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საუბრის დასაწყისში დომნიცა მანოლემ აღნიშნა, რომ კანონის შინაარსი ხშირად ქცეულა პოლიტიკურ საკითხად და სასამართლო ემიჯნება ყოველგვარ პოლიტიკურ-საარჩევნო დებატებს.

დომნიცა მანოლეს თქმით, სასამართლო პირველ რიგში დაეყრდნო კონსტიტუციის იმ ჩანაწერს, რომლის თანახმადაც მოლდოვას რესპუბლიკის სახელმწიფო ენა არის რუმინული და სახელმწიფო აღიარებს და იცავს რუსული და სხვა ენების, რომლებზეც ლაპარაკობენ ქვეყანაში, შენარჩუნების, განვითარების და ფუნქციონირების უფლებას.

კონსტიტუციის ტექსტში რუსული ენის მოხსენიებას სამაგალითო მნიშვნელობა აქვს და რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა უმცირესობების ენებთან (უკრაინულთან, გაგაუზურთან, ბულგარულთან და ა.შ.) შედარებით მას განსაკუთრებულ სტატუსს არ ანიჭებს.

ამრიგად, კონსტიტუციის მე-13 მუხლიდან გამომდინარე შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ის აღიარებს და იცავს ორ ღირებულებას: რუმინული ენის როგორც სახელმწიფო ენის ოფიციალურ სტატუსს და სხვა იმ ენების შენარჩუნების, განვითარების და გამოყენების უფლებას, რომლებზედაც ლაპარაკობენ ქვეყანაში.

დომნიცა მანოლემ განმარტა, რომ კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით სახელმწიფოს ეკისრება მისი მოქალაქეების მშობლიური ენების დაცვის ვალდებულება და არა იმ ენისამ რომელ ენაზეც ისინი, ჩვეულებრივ, საუბრობენ.

სასამართლოს მიერ გამოხმობილი სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, რომ „რუმინული”, რომელიც მოიცავს თავის თავში „მოლდოვურს”, მოლდოვას მოსახლეობის 77,86%-თვის არის მშობლიური ენა, რუსული – მოლდოველთა 9,39%-თვის, გაგაუზური – 4,08%-თვის, უკრაინული – 3,82%-თვის, ბულგარული – 1,48%-თვის. რიგ რაიონებში უკრაინული ენის ხვედრითი წილი უფრო მეტია, ვიდრე რუსულის, რიგ რაიონებში კი სხვაობა 2%-ს არ სჭარბობს.

აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, რუსული ენისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება, ერთი მხრივ, არღვევს ბალანსს ოფიციალურ სახელმწიფო ენასთან, ხოლო მეორე მხრივ, შედარებით სხვა ეროვნულ უმცირესობათა ენებთან, მას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს.

სასამართლომ დაადგინა, რომ კონსტიტუციის მე-13 მუხლი მხოლოდ ერთ სახელმწიფო ენას სცნობს და მასში არ არის სიტყვათაწყობა „ერთაშორისი ურთიერთობის ენა”

გარდა ამისა, რუსული ენისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების დროს არ იყო გათვალისწინებული ის ფინანსური ხარჯები, რაც აუცილებლად იქნებოდა საჭირო მისი ამოქმედების შემთხვევაში. კონსტიტუციის მიხედვით კი ნებისმიერი საკანონმდებლო წინადადება, რომელიც იწვევს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას, შეთანხმებული უნდა იყოს მთავრობასთან. კონსტიტუციის ეს მოთხოვნა კანონის მიღების დროს აგრეთვე არ იყო გათვალისწინებული. ყოველივე ამის გამო, საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა კანონი რუსული ენის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ, – აღნიშნა საკონსიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დომნიცა მანოლემ.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხი განიცადა მოლდოვას პრორუსული ორიენტაციის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დასავლური ორიენტაციის მქონე მაია სანდუსთან განიცადა მარცხი. 16 დეკემბერს, დოდონის მომხრე საპარლამენტო უმრავლესობამ რუსული ენის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ მიიღო კანონი. დოდონმა მას ხელი 18 დეკემბერს მოაწერა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად