მოლდოვას პრემიერ-მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა

მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა იონ ჩიჩუ კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ პრემიერ მინისტრის პრესმდივანმა ბორის ხარიამ განაცხადა.

“COVID 19 ვირუსისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი სიმპტომის გამო, პრემიერ მინისტრმა იონ ჩიჩუმ ​​ჩაატარა შესაბამისი ტესტი. ტესტი დადებითია. პრემიერ მინისტრი გააგრძელებს მოვალეობების დისტანციურად შესრულებას”, – წერს ბორის ხარია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მანამდე მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარეს ზინაიდა გრეცეანიას, მინისტრებს და პარლამენტის წევრებს დაუდგინდათ კორონავირუსი. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, ქვეყანაში ეპიდემიური ვითარება კვლავ დაძაბულია. დღეისათვის რესპუბლიკაში კორონავირუსით დაინფიცირებულია 119 ათასზე მეტი ადამიანი (მოსახლეობის დაახლოებით 3%).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...