მოლდოვას პარლამენტმა მთავრობა გადააყენა

მოლდოვას პარლამენტმა, პრემიერ ვალერი სტრელცოვის მთავრობა დაითხოვა. INTERFAX.RU –ს ინფორმაციით,

პარლამენტის 101 დეპუტატიდან 65–მა მთავრობის გადადგომას დაუჭირა მხარი.

სტრელცოვის პროდასავლური მთავრობის გადადგომას, სოციალისტებმა, კომუნისტებმა და დემოკრატიული პარტიის წევრებმა დაუჭირეს მხარი.

დემოკრატიული პარტიის ლიდერის, მარიან ლუპუს განცხადებით, მთავრობამ ნდობა ვერ გაამართლა და ამიტომ უნდა წავიდეს.

“ბოლო 100 დღის განმავლობაში მთავრობამ ვერ შეძლო იმ გეგმის წარმოდგენა, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“, – განაცხადა ლუპუმ.

კომენტარები
იტვირთება...