მოლდოვა, საქართველო, სლოვაკეთი, უკრაინა – ევროპის ამ ქვეყნებში კოვიდინფიცირების შემთხვევების რეკორდული რაოდენობები დაფიქსირდა

კოვიდინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა გუშინ ევროპის 4 ქვეყანაში გამოვლინდა

ევროპის ქვეყნების შესაბამისი სამსახურების მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, კოვიდინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობები დაფიქსირდა მოლდოვაში, საქართველოში, სლოვაკეთში და უკრაინაში.

მოლდოვას ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 სექტემბერს მოლდოვაში კოვიდინფიცირების 868 და გარდაცვალების 15 შემთხვევა დაფიქსირდა. დღიურად დაფიქსირებულ შემთხვევათა რაოდენობა 155-ით სჭარბობს წინა დღის და 82-ით 23 სექტემბერს დაფიქსირებულ რეკორდულ რაოდენობას.

აღვნიშნავთ, რომ ინფიცირების 868 შემთხვევა ჩატარებული 2913 ტესტის შედეგად გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტესტირებულთა 29,8% აღმოჩნდა დაინფიცირებული

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე მოლდოვაში გამოვლენილია 50 534 კოვიდინფიცირებული, მათგან გარდაცვლილია 1279.

ბოლო ორ კვირაში მოლდოვაში (მოსახლეობა 4031708) 7820 კოვიდინვიცირებული გამოვლინდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 162 კაცი. 100000 მოსახლეზე გადაანგარიშებით ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი 194-ის ტოლია, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 4,0-ის.

უკრაინის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 სექტემბერს უკრაინაში კოვიდინფიცირების 3833 შემთხვევა გამოვლინდა. დღიურად დაფიქსირებულ შემთხვევათა რაოდენობა 268-ით არის მეტი წინა დღის და 249-ით 17 სექტემბერის რეკორდულ რაოდენობაზე.

განვლილ 24 საათში ჩატარებულ 55082 ტესტში კოვიდდადებითი ტესტების %-ული წილი (6,96) ბევრით არ აღემატება ნორმად მიჩნეულ 5%-ს, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ჩატარებული ტესტებიდან “პისიარ” ტესტი (ტესტირების მეთოდი, რომლის დროსაც პათოგენის გამოვლენა მისი რნმ/დნმ-ის რამდენიმე მოლეკულის არსებობის შემთხვევაში ხდება ანუ ავადობის ადრეულ სტადიაზე ან უსიმპტომოდ მიმდინარეობისას – “აიპრესი”) მხოლოდ 29273 იყო.

განვლილ 24 საათში უკრაინაში კორონავირუსით 76 კაცი გარდაიცვალა, რაც 17 სექტემბრის რეკორდის გამეორებაა.

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე უკრაინაში გამოვლენილია 195504 კოვიდინფიცირებული, მათგან გარდაცვლილია 3903.

ბოლო ორ კვირაში უკრაინაში (მოსახლეობა 43670153) 43645 კოვიდინვიცირებული გამოვლინდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 755 კაცი. 100000 მოსახლეზე გადაანგარიშებით ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი 99.9-ის ტოლია, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 1.7-ის.

სლოვაკეთის სამედიცინო ინფორმაციის ნაციონალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად 25 სექტემბერს სლოვაკეთში კოვიდინფიცირების 552 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდულ, წინა დღის მაჩვენებელს 133-ით აღემატება.

განვლილ 24 სათში ჩატარებული 6483 ტესტიდან უარყოფითი შედეგი 5931-ში დაფიქსირდა. დადებითი ტესტების %-ულმა 8,5% შეადგინა.

განვლილ 24 საათში სლოვაკეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 3 კაცი.

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე სლოვაკეთში გამოვლენილია 8600 კოვიდინფიცირებული, მათგან გარდაცვლილია 44.

ბოლო ორ კვირაში სლოვაკეთში (მოსახლეობა 5460275) 3147კოვიდინვიცირებული გამოვლინდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 44 კაცი. 100000 მოსახლეზე გადაანგარიშებით ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი 57.6-ის ტოლია, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 0.8-ის.

საიტ stopcov.ge-ს თანახმად საქართველოში 296 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, წინა დღის რეკორდულ რაოდენობაზე 31-ით მეტი.

საქართველოში კოვიდინფიცირების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა ზედიზედ მეხუთედ დაფიქსირდა.

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან საქართველოში დაფიქსირებულია 4960 კოვიდინფიცირების შემთხვევა. კორონავირუსით გარდაცვლილია 28 კაცი.

ბოლო ორ კვირაში საქართველოში (მოსახლეობა 3716900) 2885 კოვიდინვიცირებული გამოვლინდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 9 კაცი. 100000 მოსახლეზე გადაანგარიშებით ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი საქართველოში 77.6-ის ტოლია, ხოლო ყოველ 100 ათას კაცზე კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა შეადგენს 0.24-ს.

ევროკომისიის მიერ ევროკავშირის ქვეყნებისთვის რეკომენდირებული პრინციპის თანახმად, სასაზღვრო შეზღუდვები არ უნდა შეეხოს იმ ქვეყნის მცხოვრებლებს, სადაც კოვიდინფიცირების შემთხვევები 50-მდეა ან კოვიდინფიცირების შემთხვევები 150-მდეა და დადებითი ტესტების რაოდენობა არ აღემატება 3% და უნდა შეეხოთ იმ ქვეყნებს, სადაც კოვიდინფიცირების შემთხვევები 150-ზე მეტია ან 50-ზე მეტია და დადებითი ტესტების რაოდენობა სჭარბობს 3%-ს.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალურ დირექტორ ამირან გამყრელიძის განმარტებით, NCDC-ს და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შორის მიღწეული შეთანხმებით 14 სექტემბრიდან საქართველოში ინციდენტობის მაჩვენებელს აშშ-ის CDC-ის და ჰარვარდის უნივერსიტეტის წარმომადგენლების მიერ რეკომენდირებული მეთოდით გამოითვლიან – ორი კვირის მანძილზე ყოველდღიურად დაანგარიშებული ინციდენტობების საშუალო გამოჰყავთ.

ასეთი მეთოდით დათვლილი ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი 5, 54-ის ტოლია, რაც ამირან გამყრელიძის მიერ 16 სექტემბერს გაკეთებული განმარტების თანახმად, სჭარბობს “კორონაშუქნიშანზე” “მწვანე” ზონის ქვეყნის შესაბამისი სკალის (0-დან 5-მდე) მაქსიმალურ ზღვარს და “ყვითელი” ზონის ქვეყნების შესაბამისი სკალის (5-დან 15-მდე) საწყის, ღია ყვითელი ფერის უბანში საქართველოს გადასვლის მაუწყებელია.

აღვნიშნავთ, რომ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას მიერ გუშინ გაკეთებული განმარტების თანახმად, 100 ათას მოსახლეზე 19-ს ზევით ინციდენტობის მაჩვენებელის მქონე ქვეყნები მაღალი რისკის ქვეყნებად მიიჩნევიათ. მისი თქმით, 14 დღიანი ინციდენტობის მაჩვენებელი საქართველოში არის – 5.5, რაც პირობითად ფასდება როგორც მუქი მწვანე ზონა (10-ზე ნაკლები 100 000 მოსახლეზე).

ინციდენტობის დაბალი მაჩვენებელის მქონე ევროპის ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება

1. ყაზახეთი – 5.3
2. ლატვია – 10.1
3. სერბეთი – 11.6
4. კვიპროსი – 15.6
5. აზერბაიჯანი – 17.1
6. ფინეთი – 18.4
7. თურქეთი – 28.1
8. ნორვეგია – 28.5
9. გერმანია – 29.2
10. ბულგარეთი – 30.4
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად