“მოლაპარაკება სიკვდილზე” – იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გოჩა ლორთქიფანიძის გმირული ისტორია

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ნდობის ფონდის დირექტორიატში აირჩიეს

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ნდობის ფონდის დირექტორიატში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე აირჩიეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ჰააგის დირექტორიატში საქართველოდან შერჩეული კანდიდატი წარადგენს. დაზარალებულთა ნდობის ფონდში გოჩა ლორთქიფანიძის არჩევა შესაძლებლობას აძლევს საქართველოს, ფონდის ყურადღება მიმართოს ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე − დაზარალებულთა საჭიროებებსა და მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე. იმ რეალობაში, როდესაც ჰააგის პროკურატურა აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებს იძიებს, მსხვერპლთა დაცვა და მათ მიმართ სამართლიანობის აღდგენა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

გოჩა ლორთქიფანიძის უაღრესად საინტერესო წარსულზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თავის ბლოგში წერს, რომელსაც სახელად ჰქვია: მოლაპარაკება საკუთარ სიკვდილზე ჰუმანიტარული მიზნებისთვის

“ამ ფოტოზე 1993 წლის 30 იანვრის ის ერთი წამია ასახული, როცა შეიარაღებულ ბოევიკს ჩემი მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე ეთნიკური ნიშნით ჯგუფიდან გამოურჩევია და მიჰყავს იქით, საიდანაც აღარ ბრუნდებიან.

ჩვენს დაღუპულ გმირებთან ერთად დღეს იმათაც მსურს მივაგო პატივი, ვინც გადარჩა და ბრძოლას აგრძელებს. მაგრამ დღევანდელი ბრძოლა სულ სხვა ბრძოლაა. ეს არის ბრძოლა შერიგებისთვის, ბრძოლა იმისთვის, რომ ომი არასოდეს არ განმეორდეს.

შერიგების და გამთლიანების იმედს კი სწორედ ეს ფოტო და მისი ისტორია იძლევა.

გოჩა ამ დროს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეროს სამმართველოს უფროსის მოადგილეა. ტყვარჩელი ქართველ მეომრებს ალყაში ჰყავთ. გაერო ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას ცდილობს ალყაში მოხვედრილი მოსახლეობისთვის. გოჩას ხელმძღვანელობა ავალებს სოჭში მოლაპარაკებები აწამოოს ტვირთის შეტანის პირობების შესახებ. გოჩაც, იღებს თავის დიპლომატს, რომელშიც საწერი ქაღალდები უწყვია, და მიდის ვაზიანიდან სოჭში. დიდი ხნის რთული მოლაპარაკებების შემდეგ, რუსი სამხედროები, გაეროს შვედი გენერალი, წითელი ჯვარი და გოჩა ფორმატზე თანხმდებიან. ფორმატი ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად ყველა ამ მხარის ტყვარჩელში შეფრენას გულისხმობს.

მოლაპარაკება საკუთარი სიკვდილის შესახებ ჰუმანიტარული მიზნებისათვის, ესაა ის, რაშიც გოჩა ლორთქიფანიძე სოჭში მონაწილეობას ღებულობს და თანხმდება. საგარეომ ეს შედეგი არ იცის, იცის მხოლოდ ის, რომ წარმომადგენელი მიავლინა მოლაპარაკებებზე.

ტყვარჩელში დაფრენილ სამ ვერტმფრენს აფხაზების გამწარებული ტალღა შემოერტყა გარს და იქიდან გადმოსული პირები აიტაცა. გოჩა რომ ქართველია ეს იციან. მთავრობას რომ წარმოადგენს ესეც. რუსმა გენერალმა გამწარებულ აფხაზებს გადაულაპარაკა, რას მერჩით, ია ჟე ნე გრუზინ, რებიატაო. მთავარი აგრესია გოჩაზეა და წითელი ჯვრის ქართველ წარმომადგენელზე, ვოვა მესხზე, მაგრამ თუ მოკლეს, საერთაშორისო ორგანიზაცია მაინც მოითხოვს მასზე პასუხს, რაც მაინც შეღავათია.

ტვირთი ჩამოიცალა, მარგამ ხალხი მაინც აგრესიულია და პასუხს ითხოვს ქართული მთავრობისაგან. მთავრობა კი გოჩაა. მიგვიშვითო, იძახიან. უცებ, საიდანღაც გოჩას ჯგუფელი სოხუმის უნივერსიტეტიდან, აფხაზი თემურ ერქვანია გამოჩნდა, ავტომატით ხელში და მისკენ გამოემართა. ქართული სისხლი აქვს ხელებზე, გაიფიქრა გოჩამ, რომლისთვისაც სიკვდილი ამ დროს სიბერესთან უკვე აღარაა დაკავშირებული. ერქვანიასგან მარჯვენა ხელი წამოვიდა ავტომატის გარეშე, გამარჯობის ნიშნად, რომელსაც გოჩამ საკუთარი შეაგება და უთხრა : “ანცშვამ განგვსაჯოს”. პასუხად ერქვანიამ თავისი ჯგუფელი დაცვის ქვეშ აიყვანა და გაგიჟებული მოსახლებისთვის რომ მოერიდებინა, აეროდრომის შენობაში შეაცილა. მაგრამ ერქვანია წავიდა, საქმე აქვს და არ სცალია, ქალაქი ალყაშია.

ლორთქიფანიძე და მესხი ბოევიკებმა ჩაიბარეს და ცალკე მოათავსეს. აფხაზი ქალი ახსენდება გოჩას, რომელიც ეუბნება, რომ არ ინერვიულოს, რომ ყველაფერი კარგად იქნება… ომი აბსურდია, მტერი პირობითი სიტყვაა ომშიო, ამბობს გოჩა დღესაც. ამის შეგნებამ მიმიყვანა იქამდე, რომ რაკი გადავრჩი კონფლიქტების მოგვარებაზე მემუშავა და დიპლომატიაში დავრჩენილიყავიო, მიხსნის. ტყვარჩელში მტრის განცდა არ მქონია, ვხედავდი როგორ კლავდა ჩემი ერის ერთი ნაწილი მეორესო…

რამდენიმე ხანში ორი ქართველის გაყვანა დაიწყეს. აი ეს არის სწორედ ამ ფოტოზე, გაყვანა, რომელიც როიტერის ფოტოგრაფმა სამუდამოდ აღბეჭდა ფირზე.

გაყვანის დროს, ვერტფრენებმა აფრენისთვის მზადება დაიწყეს. რუსიც, შვედიც, და სხვებიც ყველა ვერტმფრენში შევიდა. მხოლოდ ორ ქართველს არ აქვს უკან გზა. ისინი გაჰყავთ.

გოჩა ქვასავით მშვიდია ამ ფოტოზე. ეს ყველა იმ ქართველი გმირის სიმშვიდეა, რომელიც ომში დახვრიტეს. არც ერთი აღელვებულა, არც ერთს დაუჩოქია.

ცოტა ხანში, აფრენილი ვერტმფრენის კარი გაიღო და იქიდან შვედი გენერალი გადმოხტა. გაიქცა. ბოევიკი შემოაბრუნა და თავისი ჯავშანჟილეტი გოჩას შემოახვია, თან მესხიც გაიყოლა.

გაეროს ვერ ესროლეს. გენერალი პერ კალსტრომი დღესაც ცოცხალია.

გოჩა ლორთქიფანიძის საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დანიშვნას აფხაზეთიდან პროფესორი რეზო კაცია სიამაყით გამოეხმაურა ფეისბუქზე და თქვა, რომ ამ წარმატებაში მისი წვლილიცაა. სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტი გოჩა ლორთქიფანიძე რაც გახდა საქართველოს მთავრობისათვის, ამაში აფხაზეთის დიდი წვლილია. ამიტომაც მეამაყება გოჩა განსაკუთრებულად, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებებისას წარმოადგენს ის იუსტიციის სამინისტროს, თუ ჟენევის ფორმატში, სადაც ნდობის აღდგენაა მთავარი მიზანი.”

მსგავსი სიახლეები

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ნდობის ფონდის დირექტორიატში…

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს…

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჰააგის სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის…

მიმდინარე წლის 5-12 დეკემბერს ჰააგაში გაიმართება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების…

საია და 7 NGO, რომელიც ჰააგას გამოძიების დაწყებას “ნაცმოძრაობის”…

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საზოგადოებრივი…

ანა დოლიძე:ჰააგაში პრეზიდენტებს და არმიის მეთაურებს ასამართლებენ და არა რიგით…

 "არ ყოფილა შემთხვა, ჰააგის სასამართლოს გაესამართლებინოს ჩვეულებრივი ჯარისკაცი, ეს არის მტკნარი სიცრუე, რომლის…

იმერეთის გუბერნატორი: შეიარაღებული ძალების პოლიტიზირების უფლება არ აქვს არცერთ…

იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძენ, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ საგანგებო ბრიფინგი გამართა და ჰააგის…

დავით სერგეენკო: ნურავინ შეეცდება, ჯარისკაცები პოლიტიკაში გარიოს

ქართველი ჯარისკაცების ჰააგაში შესაძლო დაბარების საკითხს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამოეხმაურა.

თეა წულუკიანი: ძალიან აწრიალებულია “ნაცმოძრაობა” ჩემი გუშინდელი ეთერის…

"ძალიან აწრიალებულია „ნაციონალური მოძრაობა“ ჩემი გუშინდელი ეთერის შედეგად. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ძალიან სტკივათ…

გრიგოლ ვაშაძე: თეა წულუკიანი და დავით ზალკალიანი უნდა გადადგნენ!

გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების, "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იუსტიციის მინისტრის თეა…

ვაშაძე: “ოცნებამ” შეძლო წარმოუდგენელი, ოკუპანტი ქვეყნის პასუხისმგებლობის…

გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების, "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, რუსეთის…

წულუკიანი: ვეთანხმები “ნაცმოძრაობას”, არ ავირჩევთ მოღალატე პრეზიდენტს,…

"დღეს ხშირად ისმის – არ ავირჩევთ ჩვენ მოღალატე პრეზიდენტს – მე ვეთანხმები ,,ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ჩვენ არ…
კომენტარები
იტვირთება...