მოლაპარაკება შედგა – ფოთში “ბარვილ ჯორჯიას” გაფიცულმა თანამშრომლებმა მუშაობა განაახლეს

ფოთში, შპს ,,ბარვილ ჯორჯიას“ გაფიცულმა თანამშრომლებმა მუშაობა განაახლეს. როგორც, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ალანია აცხადებს, კომპანიის გენერალურ დირექტორთან იოსებ გორგილაძესთან მოლაპარაკება შედგა და ,,ბარვილ ჯორჯიას“ თანმშრომელების მოთხოვნები დაკმაყოფილდა.

“შპს ,,ბარვილ ჯორჯია“ გაყიდულია ,ახალი მფლობელი შპს ,,მელდოგია.“ ვიდრე ტერმინალზე განთავსებული კონტეინერების განულება არ მოხდება, რასაც საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, ახალი მეპატრონე იქ ვერ შევა, შესაბამისად ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა მოგვცა პირობა, რომ გაფიცული თანამშრომელების მოთხოვნები დაკმაყოფილდება და სწორედ ამ პირობით მათ მუშაობა განაახლეს. ასევე შევხვდი კომპანია “მელდოგის“ წარმომადგენლებს. მითხრეს , რომ ,,ბარვილ ჯორჯიაში“ ყველა დასაქმებულებს გაესაუბრებიან და აუცილებლად შესთავაზებენ თავიანთ კომპანიაში მუშაობას. თუმცა ამბობენ, რომ მათ განსხვავებული მუშაობის სტილი აქვთ,“- აღნიშნა ლავრენტი ალანიამ.

შეგახსენებთ, რომ შპს ,,ბარვილ ჯორჯიას“ თანამშრომლებმა, რამდენიმე დღის წინ, პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვიტეს. ისინი ხელფასების მომატებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხოების ნორმების დაცვას და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორებას ითხოვდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...