მოკრივე მეიუეზერი 2020 წელს აღარ იბრძოლებს

ამერიკელმა მოკრივემ ფლოიდ მეიუეზერმა უარი განაცხადა 2020 წელს დაგეგმილ ბრძოლებში მონაწილეობაზე.ამის შესახებ წერს TMZ Sports.

მოკრივის ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია მისთვის საყვარელი ადამიანების ტრაგიკულმა ისტორიებმა : 11 მარტს მას გარდაეცვალა დედა, ხოლო მოგვიანებით ბიძა,რომელიც იყო ყოფილი პროფესიონალი მოკრივე და ფლოიდის მწვრთნელი.
გარდა ამისა,მეიუეზერის ემოციურ ფონზე ცუდად იმოქმედა მისი მეგობრის, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ კალათბურთელის -კობი ბრაიანტის გარდაცვალებამ.

TMZ-ის ცნობით,მოკრივე ასევე ძალზედ შეშფოთებულია ახალი კორონავირუსისა და მისგან გამოწვეული შედეგების გამო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად