მოკრივე ლაშა გურგულიანი კვლავ მსოფლიო ჩემპიონია

დღეს ვერის საკალათბურთო დარბაზი საკრივო შოუს მასპინძლობდა.

საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის და Boxing Group promotion-ის ორგანიზებულ შოუზე WBF ვერსიით 69კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი. მესტიელი ლაშა გურგულიანი მექსიკელ ედგარ ორტეგასთან ბრძოლაში იცავდა მსოფლიო ჩემპიონის წოდებას.

ბრძოლა ლაშა გურგულიანი უპირატესობით წარიმართა და გამარჯვებული 12 რაუნდის ნაცვლად მე-8 რაუნდში, რაუნდის დასრულებამდე 8 წამით ადრე გამოვლინდა. ლაშა გურგულიანმა ნოკაუტით დაამარცხა მეტოქე და მსოფლიო ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად