მოკლული დავით სარალიძის მეგობარი, ხორავას ქუჩის ინციდენტში მონაწილე დ.ღ. დამნაშავედ სცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსმართლე ლელა შკუბულიანმა თბილისის №51 სკოლის მოსწავლის, მოკლული დავით სარალიძის მეგობარი, ხორავას ქუჩის ინციდენტში მონაწილე დ.ღ. დამნაშავედ სცნო და სასჯელის დანიშვნის სხდომა 22 მაისს გაიმართება.

2019 წლის 11 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლე ლელა შკუბულიანმა დ.ღ.- ს აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა 5 ათასლარიანი გირაოთი შეუცვალა და დ.ღ. სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლda, თუმცა დამნაშავედ ცნობისთანავე დ.ღ. სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.

ცნობისთვის, “2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.

კერძოდ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ -მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ და მ.კ, რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო.

გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

შესაბამისად, მოწმე დ.ღ.-მ არასწორი ინფორმაცია არაერთხელ მიაწოდა სასამართლოს როგორც დანაშაულის, ისე შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გამოყოფილი საქმის ფარგლებში, მოწმეზე ზემოქმედებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულები არიან მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე.

მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას”, – ნათქვამია შსს- ს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...