მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა: ჩემი შვილი საცდელი პოლიგონი არ არის, ღმერთი არ გაგიწყრეთ, არაფერი შეცვალოთ

“არ მინდა ხალხში ეჭვი იყოს, რომ ჩემი შვილის მკველობის საქმეში კიდევ ვიღაც მონაწილეობდა, კიდევ ვიღაც იყო დამნაშავე, არ მოიძებნა და გარეთ დარჩა“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან 2018 წლის 22 თებერვალს თბილისში, თემქის დასახლებაში მოკლული 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მამამ, მამუკა ნაცვლიშვილმა განაცხა.

მამუკა ნაცვლიშვილი  დამოუკიდებელ ექსპერტ ალეკო გეჯაძეს მიმართავს, რომელიც  მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის დაკვეთით, ალტერნატიულ ექსპერტიზას ატარებს.

მისი თქმით, ნაცვლიშვილების ოჯახი ნდობას უცხადებს პროკურატურის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას და დარწმუნებულია, რომ სასამართლო ბრალდებულს ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებულ უმაღლეს სასჯელს, სამუდამო პატიმრობას მიუსჯის.

„კატეგორიულად მოვითხოვ და ვაფრთხილებ, ღმერთი არ გაუწყრეს. დაწეროს მართალი, რაც და როგორც იყო. კონსულტაცია 300 ლარი ჯდება, პლუს ამას, ექსპერტიზა რა დაჯდება,  ყველაფერი ფულზეა დამოკიდებული. ხომ შეიძლება სხვამაც გადაუხადოს უფრო მეტი და სხვა რამე დაწეროს?! ჩემი შვილი კიდევ საცდელი პოლიგონი არ არის, ვისაც რა უნდა, ის დაწეროს და რაც უნდა ის ილაპარაკოს.

ჩემთვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზა სანდოა და კითხვის ნიშნები არ მაქვს.

მართლმსაჯულების მჯერა, რომ მას რაც საჭიროა, ის მიეზღვება აუცილებლად, უვადოს ვგულისხმობ. ალბათ,  მცდელობა აქვს ჩემი შვილის მკვლელის ადვოკატს(ნაირა ოტიაშვილი. ავტ.)რომ უვადო არ მიესაჯოს, მუხლი რომ შეუცვალონ, ამას ცდილობენ. ბოლომდე ვიბრძოლებ! ძალიან ვთხოვ, ალტერნატიულ ექსპერტს, ალექსანდრე გეჯაძეს, რომ სიმართლე დაწეროს!

აქვე აღვნიშნავ, განაჩენს ველოდები და მერე მინდა ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს ვუჩივლო. ჩემი შვილის ცხედარი გაცივებული არ იყო, სახლში მესვენა, როცა განაცხადა, „ბე-ემ-ვეში“ ვიღაც უცხო მამაკაცთან იყო ინტიმურ კავშირშიო. პირადი შეურაცხყოფის გამო მან პასუხი უნდა აგოს! ის ადვოკატთა ასაოციაციაში გააფრთხილეს, მაგრამ არ გაჩერდა, ისევ სისულელეებს საუბრობს. ამის მოსმენა ჩემთვის ძალიან ძნელია, – განაცხადა შვილმოკლულმა მამამ.

ადვოკატის თქმით, 21 წლის ანა ნაცვლიშვილს 33 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა აქვს მიყენებული, აქედან 14 კისერში

ცნობისთვის, 2018 წლის 22 თებერვალს თბილისში, თემქის დასახლებაში 21 წლის ანა ნაცვლიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. მოგვიანებით შსს-მ ნაცვლიშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი დააკავა,

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...