A1 ბანერი

მოკლული 19 წლის რადიმ ყურბანოვის ოჯახი გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მოკლული 19 წლის ახალგაზრდის ოჯახი შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.

რადიმ ყურბანოვის ოჯახის წევრების თქმით, გიორგი გახარიას თანასოფლელების ხელმოწერებს წარუდგენენ და მკვლელობაში ბრალდებულის ელბრუზა სულეიმანოვის ოჯახის სოფლიდან გადასახლებას მოითხოვენ.

“აქცია უკვე გავმართეთ, მაგრამ არაფერი შედეგია,ახლა ხელმოწერებს ვაგროვებთ და მოვითხოვთ გიორგი გახარიასთან შეხვედრას,ჩვენ ჩავალთ,თუ არადა მინისტრი ჩამოვიდეს და ადგილზე გაეცნოს მდგომარეობას.

ვითხოვთ დაუყოვნებლივ გადასახლდეს ჩვენი ბავშვის მკვლელის ოჯახი, თორემ ეს საქმე ასე არ დამთავრდება. გვარებს შორის დაპირისპირება გაღრმავდება. სოფლის უმრავლესობაც გვერდში გვიდგას”, – განაცხადა მოკლული ახალგაზრდის ბიძამ,რუსლან ყურბანოვმა.

აღსანიშნავია რომ,მომხდარის შემდეგ ადგილობრივების უსაფრთხოების და წესრიგის დაცვის მიზნით ყარაჯალაში სამართალდამცველები სისტემატიურად მორიგეობენ.

ცნობისათვის, 19 წლის რადიმ ყურბანოვი თანასოფლელმმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სოფლის ცენტრში მოკლა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...