მოკლე ჩართვის გამო ქუთაისის მერია პარალიზებულია

მოკლე ჩართვის შედეგად ქუთაისის მერიის შენობაში ძლიერი აალება მოხდა, რის გამოც შენობა ამ დრომდე პარალიზებულია.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ბრიგადები.

როგორც "აიპრესს" მერიაში განუცხადეს, ხანძარი არ ყოფილა, მოხდა მოკლე ჩართვა და უსაფრთხოების მიზნით შენობიდან თანამშრომლების ევაკუცია განხორციელდა.

სამუშაო პროცესი მერიაში ნახევარ საათში აღდგება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...