მოხუცთა პანსიონატის დირექტორი: 25 წელი მოხუცები პალტოებით და ქუდებით იძინებდნენ

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში პროექტის „სითბო მოხუცებს – ენერგოეფექტური ღონისძიებები თბილისის ხანდაზმულთა პანსიონში“ პრეზენტაცია გაიმართა. პანსიონატში პროექტის განხორციელებამდე არ იყო ცენტრალური გათბობა და ელექტროღუმელებით მხოლოდ საცხოვრებელი ოთახები თბებოდა. 

შენობაში არსებული ყველა კარ-ფანჯარა დღეს უკვე დათბუნული, ასევე განხორციელდა შენობის გარე კედლების ნაწილობრივი თბოიზოლირება. „აიპრეთან“ საუბრისას მოხუცთა პანსიონატის დირექტორი დარეჯან თომაძე ამბობს, რომ პანსიონატში არსებული პირობები გამო, მოხუცთა მიღებას ვერ ახერხებდა.

„პანსიონატში ცხოვრობს 75 ხანდაზმული და 300 კიდევ რიგშია, რადგან ჩვენ არ გვქონდა შესაბამისი პირობები – ვერ ვიღებდით უფრო მეტ ბენეფიციარს. 25 წელი ამ დაწესებულებაში არ იყო გათბობა და ცხელი წყალი, როგორ შეიძლება რომ ამ ყველაფრის გარეშე იარსებოს მოხუცმა, რომელსაც აქვს გულის, სახსრების, ან რომელიმე ქრონიკული დაავადება?! დიდი ხანი ვცდილობდი რომ ეს პრობლემა მომეგვარებია და როგორც იქნა ეს შევძელი, პირველ რიგში ქალაქის მერის დავით ნარმანიას დახმარებით, მან საარჩევნო მარათონის დროს პირობა მოგვცა, რომ თუ ის დაინიშნებოდა ამ პრობლემას მოგვიგვარებდა და მან პირობა შეასრულა, რა თქმა უნდა, სხვა ძალიან ბევრი თანადამფინანსებელის დახმარებით. წინა წლებში მოხუცები პალტოებით, ქუდებით და შარვლებით იძინებდნენ და სასადილოში ვერც კი გამოდიოდნენ საჭმელი ოთახებში მიგვქონდა,“ – განაცხადა დარეჯან თომაძემ.

ავტორი: ნათია მაჭარაშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად