მოხევე: პატრიარქმა თავის საყვარელ სოფელში გამოუშვა, მიკვირს, რატომ შეიცვალა მეუფე პეტრე

მოხევეები, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორესთან თანადგომის გამოსახატავად სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოდან, თბილისში ჩამოვიდნენ და  ყოვლად წმიდა სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის ქადაგება მოისმინეს.

„სნოელი ვარ,  პატრიარქის დედა იყო ბებიაჩემის ძმისშვილი. დაბადებიდანვიცნობთ ერთმანეთს, სულ ერთად ვიყავით“ – ამბობს მოხევე  ჯემალ პაპიაშვილი, „აიპრესთან“.

მისი თქმით, გაკვირვებულია ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველის,  პატრიარქის მისამართით გაკეთებული განცხადებებით.

„დღეს ერთი მიზნით ჩამოვედით ყველა,  სულ საპატრიარქოს შესახებ არის საუბრები,  ურყოფითი ამბები ხდება. წესიერი სიტყვა სად უნდა მოისმინო, თუ არა პატრიარქთან, სამღვდელოებისაგან… მე ეკლესიური ვარ და ვცდილობ ეკლესიური ცხოვრებით ვიცხოვრო.

არავინ იცნობდა, რომ არსებობდა სოფელი სნო და მისმა სახელმა აი ეს სიმდიდრე მოგვიტანა. აგერ რამდენი რამე არსებობს, ყველაფერს „სნოს“ სახელი ქვია. „ნატახტარში“ წყალს ასხამენ და „სნოს“ სახელი დაარქვეს. სულ რომ არაფერი, პატრიარქის დამსახურებაა ის არის რომ მსოფლიოს გააგებინა“ სნოს“ არსებობა და სახელი.

მკრეხელობაა მე რომ მის მოღვაწეობაზე, შემოქმედება ვილაპარაკო, თუმცა, განათლება კი მყოფნის, რომ მე შევაფასო რაღაც რაღაცეები. მაგრამ, პატრიარქზე ამას ვერ ვილაპარაკებ და ვიტყვი ერთ სიტყვას, რა გააკეთა? სულ რომ არაფერი, „სნოს“ სახელი მსოფლიოს გააცნო.

მიკვირს რატომ აკეთებს ამას მეუფე პეტრე… პატრიარქმა გადმოაბრძანა და დაასაქმა, თავის საყვარელ სოფელში. ამაზე დიდი პატივისცემა რა გინდა. მე მიკვირს, რატომ შეიცვალა. როგორც მღვდელი მე მას კარგად ვიცნობდი, ახლაც ხომ ყველამ იცის ვინც არის და რაც არის, მარამ, მე გაკვირვებული ვარ, რატომ მოხდა ასეთი ცვლილება ამ ადამიანში.

გაკვირვებული ვარ მეუფე პეტრეზე. მიკვირს რატომ შეიცვალა. ვერ ამიხსნია, რატომ იცვლება ხოლმე ასე ადამიანი? მაგრამ, რა ვიცი, რა უნდა ვუსურვო მე მეუფეს, უნდა მოინანიოს.

ძალიან დიდი სიყვარულით საუბრობდა პატრიარქის შესახებ, ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებდა.

ადამიანის გულში ზის ადამიანი. თუ გულით არ დაატარებს ღმერთს სიყვარულს, თან სინდის-ნამუსიც უნდა ჰქონდეს. ამ ქვეყანაზე ამის გარეშე, რაც გინდა ის ახსენე, არაფერი გამოვა. შენ უნდა გწამდეს, რომ ღმერთის შვილი ხარ, რაც დაგავალა, ის უნდა შეასრულო.

ეკლესიაში რომ დავდივართ, მღვდელი როცა ხალხს ლოცავს  როგორ სიბრძნეებს აფრქვევს, ეს ხომ უნდა მივიღოთ და გავატაროთ ცხოვრებაში… ამიტომ, არის მონანიება, მივიდეს ეკლესიაში ადამიანი და თუ რამე შეცდომა აქვს დაშვებული, მღვდელთან ახსენოს, მე ეს შეცდომა დავუშვი, გინდა მეუფე პეტრე იყოს და გინდაც მე… შეცდომა ყველად მოგვდის. ამ ქვეყანაში ყველა შეცდომის გამოსწორება შეიძლება.

უწმიდესი ცოცხალი გვყავს, მინდა ვუსურვო ბედნიერება და ჯანმრთელობა და ისე, როგორც ქართულ ეკლესიას და ქარულ საზოგადოებას უძღვება წინ…“, – განაცხადა ჯემალ პაპიაშვილმა.

სტატიის ავტორი ირმა მესხია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად