მოხდა თუ არა ზუგდიდში ძარცვის მცდელობა – დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

ზუგდიდში გუშინ ლომბარდის ძარცვის მცდელობის საქმეზე დღეს კიდევ ერთი პირი დააკავეს.

დაკავებული ლევან ჭეჟიას ცოლის ინფორმაციით, სახლში პოლიციელები ყოველგვარი კანონის დაცვის გარეშე შეცვივდნენ, ისე რომ ვინაობაც არ უთქვამთ.

„ სახლში ვიყავით. უცებ შემოცვივდნენ. რა ხდებოდა ვერ მივხვდი. შესაბამისად ჩემი ქმარი მეორე ოთახში გავიდა.ხელზე ბორკილები დაადეს. სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით. რაც შეეხება საქმეს, რომელსაც ედავებიან არის აფსურდი.გუშინ ჩემს მეუღლესთან მოვიდა აფხაზი მეგობარი, რომელსაც სურდა ტელეფონი ეყიდა. ჩემი ქმრის მეგობარი ქართულად და მეგრულად ვერ საუბრობს. როცა ლომბარდში შევიდნენ ტელეფონს სამსუნდ ექვსს ეწერა 900 ლარი, როცა ყიდვა გადაწყვიტეს გამყიდველმა უთხრა რომ ეს ტელეფონი არის სუს-ის უფროსის და მისი ფასი 1 000 ლარია. ამ საუბრის შემდეგ დაიწყო კამათი.

ჩემი მეუღლე მანქანაში ჩაჯდა და როცა ცდილობდა რომ მაღაზიაში მყოფი კიდევ ორი მისი მეგობარი გამოერიდებინა იქ არსებული სიტუაციისთვის, ლომბარდის გამყიდველმა პოლიციას დაურეკა რომ თითქოს დღისით, მზისით, ქალაქის ცენტრში ლომბარდს ძარცვავდნენ. რაც არის აფსურდი და ტყუილი,“-აცხადებს დაკავებული ლევან ჭეჟიას ცოლი.
მისივე თქმით, რომ თითქოს ლომბარდის გამყიდველის შვილს მისმა ქმარმა მანქანით გადაუარა არის ტყუილი და ამის მტკიცებულება აქვს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-178-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად