“მოხალისე ტაქსისტი” გამგეობაში მუშაობას ორშაბათიდან შეუდგება

24 წლის გიორგი ლომიძე, რომელიც 13 ივნისის სტიქიის შემდეგ მოხალისეებს საკუთარი ავტომანქანით უსასყიდლოდ ემსახურებოდა, ნაძალადევის რაიონის გამგეობაში მუშაობას ორშაბათიდან შეუდგება. გიორგი ლომიძე გამგეობაში პროვაიდერების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განყოფილებაში იწყებს მუშაობას, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

გიორგი ლომიძის თქმით, მის დასაქმებასთან დაკაშირებით მიღებული გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.  

„სტიმული  მომცეს იმ ბავშვებმა, რომლებიც ყელამდე ტალახში მუხლჩაუხრელად შრომობდნენ. ძალიან ბევრი მოხალისე მძღოლი შემოგვიერთდა. პირველ რიგში მთავარია, რომ საქმე გაკეთდა და დავეხმარეთ  მათ,   ვინც თავად  დაზარალებულ მოსახლეობას უწევს დახმარებას“, – განაცხადა გიორგი ლომიძემ. 

დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გიორგი ლომიძე ნაძალადევის რაიონის გამგეობაში თავად მიიყვანა და გამგებელ ზაზა გაბუნიასთან ერთად სამუშაო გარემო დაათვალიერებინა. 

„გუშინ საღამოს  საგანგებო შტაბში შევხდი მას. ვისაუბრეთ მისი დასაქმების საკითხზე. ჩვენთან ერთად იყო ნაძალადევის რაიონის გამგებელიც. მან გამოთქვა მზაობა გიორგის მონიტორინგის სამსახურში დასაქმებასთან დაკავშირებით, რადგან ის კარგად იცნობს რაიონის სპეციფიკას. გიორგი  დღეიდან სწორედ აქ შეუდგა მუშაობას. ის მიხედავს ნაძალადევის რაიონს, გვერდში დაუდგება ჩვენს გამგეობას და გააკეთებს ქალაქისთვის კარგ საქმეს“, – განაცხადა ნარმანიამ" – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ღარიბაშვილმა ნარმანიას სტიქიის დროს უფასოდ მომუშავე ტაქსისტის დასაქმება დაავალა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად