მოგზაურობა კორონავირუსის ეპოქაში: ვის შეუძლია გერმანიაში შესვლა

მათ, ვისაც გერმანიაში შესვლა სურს, ყურადღება უნდა მიაქციონ რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტს. 28 ივლისს ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვის შესახებ. ფაქტობრივად, იგი ინარჩუნებს 24 ივნისს მიღებულ ყველა ძირითად წესს და ისინი ძალაში იქნება 10 სექტემბრამდე, რის შემდეგაც ყველა ეს წესი ხელახლა გადაიხედება.

ყველას, ვისაც სურს გერმანიაში ვიზიტი, რობერტ კოხის გერმანული ინსტიტუტი ჯერ იმას დაადგენს, არის თუ არა რისკის შემცველი სახელმწიფოების სიაში ის ქვეყანა, რომლიდანაც ამა თუ იმ პირს სურს იქ გამგზავრება. თუ ის ამ სიაშია, ონლაინ ფორმულარის შევსება იქნება წინაპირობა ქვეყანაში შესასვლელად. გარდა ამისა, მოგზაურებმა, რომლებსაც არ აქვთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მოწმობა ან დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მათ ჰქონდათ კოვიდი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, უნდა წარმოადგინონ კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი.

რაც შეეხება იმ ვაქცინებს, რომლითაც აცრილ ტურისტებს მიიღებს გერმანია, ესენია ევროკავშირში რეგისტრირებულ ოთხი ვაქცინა: BioNTech / Pfizer, Moderna, AstraZeneca და Johnson & Johnson.

პრობლემა არ შეექმნებათ არც “ასტრაზენეკათი” და “სინოფარმით” სრულად აცრილ ტურისტებს, ვინაიდან ისინი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდებული საგანგებო სიტუაციებში გამოსაყენებლად.

ამავდროულად, 26 ქვეყნის ( https://www.bmi.bund.de/SharedDocs/faqs/DE/themen/bevoelkerungsschutz/coronavirus/reisebeschraenkungen-grenzkontrollen/IV-reisebeschraenkungen-im-aussereuropaeischen-luft-und-seeverkehr-einreisen-aus-drittstaat/welche-reisebeschraenkungen-bestehen-im-aussereuropaeischen-luft-und-seeverkehr.html?fbclid=IwAR3WsJ8dEuPY5YdOclfqhHlGgkCOjrUnBSw-fwvKMaXcuDQlv-acUAIdQAg)  მაცხოვრებლებისთვის, მათ შორის უკრაინის, სომხეთისა და აზერბაიჯანის, შეზღუდვები შემსუბუქებულია: ვაქცინაციის არარსებობის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ წარმოადგინონ უარყოფითი ტესტი კორონავირუსზე.

ევროპაში “დელტა” ვარიანტის გავრცელების გამო, პირველ აგვისტოს გერმანიაში შემოიღეს კორონავირუსზე სავალდებულო ტესტის აღება. ის უნდა გაიაროს ყველა მოგზაურმა, განურჩევლად იმისა, თუ რომელი ქვეყნიდან და რა სახის ტრანსპორტით ჩამოდის ქვეყანაში.

ამავდროულად, იმ რეგიონებიდან ჩამოსულები, სადაც კორონავირუსის ახალი მუტაციებია გავრცელებული (30 ივლისის მდგომარეობით, ევროპაში ასეთი ქვეყნები არ არის) უნდა წარმოადგინონ უარყოფითი ტესტი მაშინაც კი, თუ მათ აქვთ ვაქცინაციის მოწმობა. მოსალოდნელია, რომ შესაბამის დოკუმენტებს საზღვარზე პოლიცია შერჩევით გააკონტროლებს.

გერმანიაში შესვლისას კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის წარდგენის ვალდებულება ძალაშია, როგორც საჰაერო მგზავრებისთვის, ისე მათთვისაც, ვინც ქვეყანაში მანქანით, ზღვით ან სარკინიგზო გზით შედის.

რაც შეეხება კარანტინს, მისი გავლა მოეთხოვება იმ ქვეყნებიდან ჩასულ პირებს, სადაც 100 000 მოსახლეზე 200 დაინფიცირებული მოდის (ესენია, სხვათა შორის, რუსეთი, სომხეთი, საქართველო, ესპანეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი).

ამ ქვეყნებიდან გერმანიაში შესულ პირებს უნდა ჩაუტარდებათ ტესტი და მოეთხოვებათ დაიცვან კარანტინი 10 დღის განმავლობაში. მისი დასრულება შესაძლებელია ადრე თუ მეორე ტესტის ჩატარებისას დადგენილი უარყოფითი პასუხი წარმოდგენილი იქნება გერმანიაში შესვლიდან სულ მცირე ხუთი დღის შემდეგ.

ისინი, ვინც სრულად იყო აცრილი ან ჰქონდათ კოვიდ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, თავისუფლდებიან კარანტინისგან. იგივე წესები ვრცელდება ბავშვებსა და მოზარდებზე. თუმცა, ვინაიდან ბავშვები და მოზარდები ძირითადად ჯერ არ არიან აცრილნი, თუკი ისინი გერმანიაში შედიან “წითელი” ან კორონავირუსის საშიში მუტაციების განვითარების რისკის ქვეყნიდან, მათ მოეთხოვებათ, რომ იყვნენ 10- დღიან თვითიზოლაციაში.

ევროკავშირის სახელმწიფოებისთვის კი არ არსებობს არანაირი შეზღუდვა. მათ, ვინც ამ სახელმწიფოებიდან გერმანიის საზღვარს სახმელეთო გზით გადაკვეთს, არ მოეთხოვება ვაქცინაციის სერთიფიკატის, უარყოფითი პასუხის ან იმ მტკიცებულების წარდგენა, რომ კოვიდი 6 თვის წინ ჰქონდა გადატანილი. ამასთან, გერმანიაში საჰაერო გზით ჩამოსული ადამიანებისთვისაცაა ეს პირობები შენარჩუნებული, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნიდან გაფრინდნენ და რამდენად მაღალია შემთხვევების მაჩვენებელი.

 

კომენტარები
იტვირთება...