70 წელს ზემოთ მოქალაქეებს სახლიდან გასვლის შეზღუდვა მოეხსნათ

70 წელს ზემოთ მოქალაქეებს სახლიდან გასვლის შეზღუდვა მოეხსნათ.

როგორც “აიპრესს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები სახლიდან გასვლას მხოლოდ უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა თუ სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებენ რეკომენდაციად დარჩა.

შეგახსენებთ, 30 მარტიდან, ახალი კორონავირუსის გამო, ამოქმედდა აკრძალვა, რომელიც ითვალისწინებდა რომ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები სახლიდან გასვლას მხოლოდ უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა თუ სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად