მოგერინი: ყირიმი და დონბასი უკრაინაა, ევროკავშირი მტკიცედ დაიცავს ამ პოზიციას

ყირიმი და დონბასი უკრაინაა და ევროკავშირი განაგრძობს თავისი პოზიციის შენარჩუნებას ყველაზე მკაფიო და ერთიანი გზით,-ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო Ukrinform– ის კორესპოდენტი ავრცელებს.

“სამმხრივი ჯგუფის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები და “შტაინმაიერის ფორმულაზე” შეთანხმება სამშვიდობო პროცესის გააქტიურების იმედს იძლევა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მინსკის ხელშეკრულებები დღეს საკითხის გადაჭრის ერთადერთ პლატფორმად რჩება. ამავე დროს, უკრაინა საგარეო პოლიტიკის გამო კვლავ იტანჯება. არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ირღვევა. ყირიმი-ეს უკრაინა, დონბასიც უკრაინაა და ევროკავშირი მტკიცედ დაიცავს ამ პოზიციას.

წლების განმავლობაში ჩვენ არასდროს შეგვიწყვეტია მინსკის შეთანხმების სრული იმპლემენტაციისთვის ბრძოლა. ყოველთვის ვახერხებთ ერთიანი პოზიციის შენარჩუნებას. შემიძლია გითხრათ, რომ ხუთი წლის წინ ამაზე ბევრი ფსონს დებდა: პირველ ადგილზე იყო ის, რომ მისი შენარჩუნება შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ ყოველთვის ვახერხებთ ერთიანობის შენარჩუნებას და ამით ვამაყობ”,-განაცახდა ფედერიკა მოგერინმა.

ფედერერიკა მოგერინმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, რომ გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული უკრაინელი და უზრუნველყოს ქერჩის სრუტის გასწვრივ შეუფერხებული ნავიგაცია.

”ჩვენ გვჯერა უკრაინელი ხალხის, მათი ადამიანური პოტენციალის და განვაგრძობთ ძალისხმევას მათ მხარდასაჭერად”,- დასძინა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

მოგერინმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის საკითხის განხილვა 14 ოქტომბერს, ლუქსემბურგის ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გაგრძელდება, რომელზეც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვადიმ პრისტაიკოა მიწვეული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად