მოძრაობა “სირცხვილია” ტვ “მთავარში” რურუაზე გასულ სიუჟეტზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

მოძრაობა “სირცხვილია” საგანგებო განცხადებას ავრცელებს ტელეკომპანია “მთავარში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით. განცახდებით ირკვევა, რომ სიუჟეტი, რომელიც გიორგი რურუაზე გავიდა ეთერში და სზოგადოებამ იხილა, სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ყველა მონაწილისთვის.

“ვეხმაურებით სიუჟეტს, რომელიც დღეს გავიდა “მთავარი არხის” ეთერში. საბოლოო პროდუქტი, რომელიც იხილა საზოგადოებამ არის მოულოდნელობა ყველა მონაწილისთვის, რადგან ფორმატი და კონტექსტი ჩვენთვის სხვაგვარად იყო მოწოდებული. სიუჟეტზე მომუშავე ჟურნალისტს ვიდეოს მონაწილეებთან ჰქონდა კომუნიკაცია, რომ მზადდებოდა პოლიტპატიმარ გიორგი რურუასთვის დაბადების დღის მისალოცი სიუჟეტი, რომელშიც მონაწილეობას ბევრი ადამიანი იღებდა.

კადრებში, რომლებიც საბოლოო ვიდეოში რატომღაც არ მოხვდა, ვსაუბრობდით იმ მიზეზებზე, რატომ არ უნდა იჯდეს გიორგი რურუა შეთითხნილი ბრალდებით ციხეში, რატომ არის მისთვის თავისუფლების შეზღუდვა მისი პოლიტიკური ნიშნით დევნა და რატომ არის “პოლიტპატიმარი” ის ტერმინი, რომლითაც უნდა ხასიათდებოდეს გიორგი რურუას საქმე.

გარდა ამისა და შაბლონური მილოცვისა, ჟურნალისტი გვესაუბრა გიორგი რურუასთან დაკავშირებულ სხვა თემებზეც, საბოლოოდ კი, მივიღეთ შედეგი, რომელიც აცდენილია მონაწილეების მიზნებს. ხოლო მოძრაობის მიერ გიორგი რურუას მხარდაჭერის მოტივებს ადეკვატურად არ გამოხატავს.

არ გავურბივართ ჩვენს ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ პასუხისმგებლობებს, თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნოთ, რომ თუ ვიდეო მზადდებობდა მხოლოდ მოძრაობა “სირცხვილიას” წევრებით და ამგვარი პათოსით, ეს ამბავი წინასწარ უნდა შეთანხმებულიყო ჩვენთან.

თავის მხრივ, ჩვენც უნდა გამოგვეჩინა მეტი წინდახედულება, რომ არ შეგვეტანა ჩვენი წვლილი ბუნდოვანი კონტექსტის სიუჟეტის მომზადებაში. ვფიქრობთ, რომ არასწორი აქცენტების დასმა ბრძოლისთვისაც კონტრპროდუქტიულია, რადგან გიორგი რურუა ვინმესთან მეგობრობის გამო კი არ უნდა გამოუშვან ციხიდან, არამედ იმიტომ, რომ არსებული ბრალდებები არის მოგონილი, პოლიტპატიმრების ყოლა კი ქვეყნის იმიჯისთვის დამანგრეველია. სწორედ ამაზე მიუთითებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც და სწორედ ამიტომ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ საკონსტიტუციო ცვლილების მიღებაც.

შესაბამისად, ვიღებთ კრიტიკას და ვაგრძელებთ ბრძოლას სამართლიანობისთვის.
გმადლობთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად