მოძრაობა “შეცვალე” ნატახტრის ავტობანზე მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებს

ნატახტრის გზაზე, სადაც მოძრაობა „შეცვალე“ მცოცავ ოკუპაცია აპროტესტებს, ორგანიზატორებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა.

აქციის ერთერთი ორგანიზატორის, გიორგი მსხალაიას განცხადებით, პოლიციამ მათ აქციის გამართვის საშუალება არ მისცა.

„როდესაც ვაპირებდით ზებრაზე გადასვლას, პოლიციელებმა ხელში აგვიყვანეს და გზის სავალი ნაწილიდან ძალის გამოყენებით გაგვიყვანეს. ჩვენ გზას არ ვკეტავდით, უბრალოდ, ერთი მხრიდან ზებრაზე პლაკატებით გადასვლა გვინდოდა და არ გვაძლევენ ამის საშუალებას. ახლა პოლიციას კორდონი აქვთ გაკეთებული და არ გვაძლევენ ზებრაზე გადასვლის საშუალებას“, – განაცხადა გიორგი მსხალაიამ.

სამართალდამცველების ინფორმაციით, პროტესტის უფლება ყველას აქვს, თუმცა მაგისტრალზე გაჩერება და მოძრაობის შეფერხება არ შეიძლება.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ავტობანზე მოძრაობის შეფერხება არგუმენტი არ არის, როცა საქმე ქვეყნის ოკუპაციას ეხება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად