“მოძრაობა საქართველოსთვის” წევრებმა რუსთავის ციხესთან ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია გამართეს

მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრებმა რუსთავის ციხისკენ ავტოკოლონით მსვლელობა მოაწყვეს და ნიკა მელიას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

აქციის მონაწილეები სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებასთან მივიდნენ და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებას ითხოვენ.

“ხვალ სასამართლო ნიკა მელიას გათავისუფლების გადაწყვეტილებას თუ არ მიიღებს, 15 მაისიდან პერმანენტული აქციები დაიწყება.” – განაცხადეს მათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...