მოდის სახლი Versace კენგურუს კანის გამოყენებაზე უარს აცხადებს

იტალიური მოდის სახლი Versace თავის პროდუქტებში კენგურუს კანს აღარ გამოიყენებს-ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება შარშან მიიღეს და ამან 2019 წლის Versace- ს კოლექციაზე გავლენა მოახდინა, თუმცა აღნიშნულის შესახებ მხოლოდ ამ კვირაში გახდა ცნობილი.

როგორც მედია აღნიშნავს, კენგურის კანის მოხმარებაზე უარის თქმა პირდაპირ არ უკავშირდება იმ ფაქტს, რომ  ავსტრალიაში ხანძრის შედეგად მილიარდი კენგურუ მოკვდა, არამედ ეს იტალიელი ცხოველთა უფლებადამცველების მხრიდან ზეწოლის ფონზე მოხდა.

გასული წლის შემოდგომაზე, მათ ფართომასშტაბიანი კამპანია წამოიწყეს. უფლებადამცველები კენგერუს კანის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაქმნელად გამოყენებას ეწინააღმდეგებოდნენ, რისთვისაც ამ ცხოველების დიდ ნაწილს ყოველწლიურად კლავენ.

”Versace-ს გადაწყვეტილებას მივესალმებით”,-განაცხადა იტალიურმა ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია LAV-ის (Lega anti vivisezione, League vivisection – IF) წარმომადგენელმა, სიმონ პავესმა.

მან აღნიშნულ გადაწყვეტილებას ავსტრალიაში მზარდი ხანძრების ფონზე ”მნიშვნელოვანი ჟესტი” უწოდა. უფლებადამცველი იმედოვნებს, რომ ეს ხელს შეუწყობს ცხოველების გადარჩენას, რომლებიც ”ავსტრალიის სიმბოლოს” წარმოადგენენ.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად