მოდელმა ელიზაბეტ ჰოადმა და 6 წლის ოქროსფერმა რეტრივერმა პირდაპირ ეთერში იქორწინეს (ვიდეო)

მამაკაცებისგან დაღლილმა მოდელმა ელიზაბეტ ჰოადმა თავის 6 წლის რეტრივერთან დაქორწინება გადაწყვიტა და ჩნაფიქრი სისრულეში მოიყვანა.

ელიზაბეტ ჰოადის და ოქრსფერი 6 წლის რეტრივერის, სახელად ლოგანის ქორწინებას ბრიტანეთის ტელევიზიის დილის პროგრამის ერთ-ერთ გადაცემაში უამრავი ტელემაყურებელი ადევნებდა თვალს.

ელიზაბეტ ჰოადი, რომელიც 80-იან წლებში ცნობილ ესპანელ გოლფისტ სევ ბელესტეროსის და ავტომრბოლელ ჯეიმს ჰანსის პარტნიორი იყო, რომელსაც არაერთ მამაკაცთან ჰქონდა სასიყვარულო თავგადასავალი და რომელსაც 25 წლის შვილი ჰყავს, ამბობს, რომ დაიღალა მამაკაცებთან ურთიერთობიტ, დარწმუნდა, რომ ერთადერთი ვისი იმედიც შეიძლება ჰქონდეს, ვინც მუდამ მისი ერთგული იქნება – ეს ლოგანია.

“უკანასკნელი რვა წლის მანძილზე გაცნობის 6 საიტის მეშვეობით მე 220 პაემანი მქონდა და ეს კატასტროფა იყო” – ამბობს ჰოადი, რომელსაც იმედი აქვს, რომ კათოლიკური ეკლესია ჯვრისწერის ნებას დართავს და შემდეგ იქნება მოკრძალებულ ცერემონიალი, რომელსაც 20-მდე სტუმარი დაესწრება, მეჯვარეები ლოგანის მეგობარი ჰასკები, აიაქსი და ბეარი იქნებიან, ლოგანს პალტო ეცმევა, ჰალსტუკი-პეპელას ეკეთება და თვზე შლაპა ეხურება, ბოლოს კი თავის ქმართან ერთად თაფლობის თვეს გაატარებს ოტელში, სადაც ძაღლებთან ერთად ცხოვრება ნებადართულია.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად