მნუჩინი: აშშ ენერგეტიკული სექტორის დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს

ვაშინგტონი მუშაობს ამერიკული სანავთობო კომპანიების მხარდაჭერის სხვადასხვა ზომებზე, ვაშინგტონის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ მისი მთავარი ამოცანა აშშ-ის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაა ენერგეტიკულ სფეროში. ამის შესახებ ტელეკომპანია Fox Business-ის ეთერში აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა.

მისი თქმით, იგი არ ელოდა, რომ ტექსასური ნავთობი WTI-ს ღირებულება ნეგატიურ მაჩვენებლამდე დაეცემოდა. იგი აღნიშნავს, რომ აშშ-ის ხელისუფლებას სურს, რომ შეინარჩუნოს ქვეყნის დამოუკიდებლობა ენერგეტიკის სფეროში.

მინისტრის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას და ენერგეტიკის მინისტრს დაავალა, რომ შეიმუშაონ შესაბამისი ზომები, რომლებიც ამერიკული ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენელი კომპანიების მხარდაჭერას უზრუნველყოფს. მნუჩინის თქმით, ადმინისტრაცია ამ მიზნით მხარდაჭერის სხვადასხვა გეგმებს განიხილავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად