მლეთა-ფასანაურის მიმართულებით მოძრაობა, სავარაუდოდ რამდენიმე საათში გაიხსნება

"მლეთა-ფასანაურის მიმართულებით მოძრაობა უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ რამდენიმე საათში გაიხსნება",-ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ გასვიანმა განაცხადა. 

როგორც გასვიანმა აღნიშნა, აღნიშნულ მონაკვეთზე გზების გაწმენდა მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე ზვავსაშიშროების საფრთხე მოიხსნა.

“ფასანაურიდან დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები და დღის განმავლობაში, უკვე რამდენიმე საათში ალბათ გაიხსნება მოძრაობა. ამასთან, ველოდებით მლათა-გუდაურის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების მოხსნას”,-განაცხადა გასვიანმა.

სიტუაცია ამ დროისთვის ყველაზე რთულია გუდაური-კობის მონაკვეთზე, სადაც მძღოლები უკვე მესამე დღეა გზის გახსნას ელოდებიან. ზვავსაშიშროების გამო ვერ ხერხდება ასევე ნინოწმინდა-სომხეთის მიმართულებით გზის მონაკვეთის გაწმენდა. რთულია ვითარება ასევე ლენტეხსა და მესტიისკენ მიმავალ გზაზე და სოფლის გზებზე, სადაც გადაადგილება თითქმის შეუძლებელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...