მიუხედავად პანდემიისა, როლან გაროსი აუდიტორიასთან ერთად ჩატარდება

კორონავირუსული პანდემიის გამო გადატანილი საფრანგეთის ღია პირველობა, იგივე როლან გაროსის 2019/2020 წლების სეზონი აუდიტორიასთან ერთად გაიმართება. ამის შესახებ საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის (FFT) ხელმძღვანელმა ბერნარდ ჯუდიჩელმა განაცხადა.

საფრანგეთის ღია პირველობა უნდა ჩატარებულიყო 18 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით, მაგრამ ტურნირი გადაიდო პანდემიის გამო და 27 სექტემბრიდან – 11 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდება. ჩოგბურთის სეზონი განახლდება ქალთა ტურნირით იტალიაში, პალერმოში, 3 აგვისტოს.

”აბსოლუტურად მართალია, ტურნირი ჩატარდება მაყურებლებთან ერთად. ტრიბუნებზე მაყურებელთა რაოდენობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა, იგი შეთანხმებული იქნება სახელმწიფო ორგანოებთან”, – თქვა ჯუდიჩელმა.

FFT–ის ხელმძღვანელის თქმით, პარიზში მასტერსის სერიების ტურნირი ჩატარდება, როგორც დაგეგმილი იყო (31 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე). საფრანგეთის ღია პირველობის ბილეთები გაიყიდება ივნისის ბოლოდან – ივლისის დასაწყისამდე პერიოდში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად