მიუხედავად პანდემიისა, ჩინეთის მშპ 0.7%-ით გაიზარდა

ჩინეთის მშპ-ს ზრდის ტემპი, კორონავირუსის ახალი პანდემიის მიუხედავად, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პოზიტიური იყო და 0.7% შეადგინა. ამის შესახებ ორშაბათს სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურმა განაცხადა.

როგორც მოხსენებაშია მითითებული, ეპიდემიის ნეგატიური გავლენისგან ჩინეთის ეკონომიკის გამოჯანმრთელების ფონზე, მესამე კვარტლის დინამიკა კიდევ უფრო გამამხნევებელი აღმოჩნდა – 4,9%. 2019 წლის ივლისი-სექტემბერში შესაბამისი მაჩვენებელი 6% იყო.

როგორც დოკუმენტშია მითითებული, ცხრა თვის განმავლობაში ჩინეთის ეკონომიკის მასშტაბებმა გადააჭარბა 72,27 ტრილიონ იუანს (დაახლოებით 10,7 ტრილიონი აშშ დოლარი ამჟამინდელი გაცვლითი კურსით). სოფლის მეურნეობის სექტორი 2.3%-ით გაიზარდა მითითებული პერიოდის განმავლობაში, 4.81 ტრილიონ იუანამდე (დაახლოებით 717 მილიარდი დოლარი), მრეწველობა – 0.9%-ით, 27.42 ტრილიონ იუანამდე (4.1 ტრილიონი დოლარი), მომსახურების სექტორი – 0,4%-ით, 40.04 ტრილიონ იუანამდე ($ 5.9 ტრილიონი).

ჩინეთის მშპ-ს ზრდის ტემპი თანდათან ნელდება. 2017 წელს მან შეადგინა 6,8%, 2018 წელს 6,6%-მდე შემცირდა, ხოლო 2019 წელს, როდესაც ქვეყნის ეკონომიკამ 99 ტრილიონი იუანი (დაახლოებით 14,4 ტრილიონი დოლარი) შეადგინა, 6,1%-მდე დავიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად