მიწისძვრის გამო, ინდონეზიაში 15 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ინდონეზიის ხელისუფლებამ დაახლოებით 15 ათასი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა დასავლეთ სულავესის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრების გამო. როგორც რესპუბლიკის ბუნებრივი კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციის სააგენტო იტყობინება, მიწისძვრების მსხვერპლი მინიმუმ 35 ადამიანი გახდა.

“ცხრა ადამიანი დაიღუპა მაჯენეს მიდამოში და 26 ადამიანი – მამუჯუს რაიონში, მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 35-ს მიაღწია”, – აცხადებს ინდონეზიის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსი დარნო მაჯიდა. 637 ადამიანი დაშავდა. ქვეყნის ხელისუფლებამ დაახლოებით 15 ათასი ადგილობრივი მაცხოვრებელი გადაანაწილა ევაკუაციის 10 ცენტრში.

მიწისძვრამ დააზიანა 300-მდე შენობა და გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა და შეფერხება კომუნიკაციებში.

6,2 ბალიანი მიწისძვრა დასავლეთ სულავესში პარასკევს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 2:28 საათზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი მაგენის რაიონის ჩრდილო-დასავლეთით 6 კილომეტრზე იყო. ადგილობრივი დროით 14:35 საათზე კი 5,9 ბალიანი მიწისძვრა მოხდა იმავე რაიონში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად