მიწისძვრა თურქეთში (ვიდეო)

7.0 ბალიანი ძლიერი მიწისძვრა მოხდა თურქეთის დასავლეთ სანაპიროზე. მიწისძვრის შემდეგ დაფიქსირდა რამდენიმე მიწისძვრა 4.1-დან 4.8 მაგნიტუდამდე.

მიწისძვრამ გაანადგურა და დააზიანა სახლები იზმირის პროვინციაში, აგრეთვე ძლიერ დაზარალდა ბორნოვას და ბაირაკლის რაიონები. იზმირის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის, ტუნჩ სოიერის განცხადებით, განადგურდა მინიმუმ 20 შენობა.

NTV-ის ცნობით, კატასტროფამ მცირე ცუნამი გამოიწვია დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ სეფერიჰისარში. ქუჩები დაიტბორა.

იზმირის გუბერნატორმა განაცხადა, რომ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არსებობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად