მიწისძვრა მაგნიტუდით 6,0 სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიაში – ხალხის ევაკუაცია მელბურნის მაღლივი შენობებიდან (ვიდეო)

ოთხაშაბათს, 22 სექტემბერს, 09:15 საათზე ადგილობრივი დროით (03;15 თბილისის დროით), ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მიწისძვრა მოხდა.

ავსტრალიის სახელმწიფო სეისმოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა მელბურნიდან (მოსახლეობა 4,5 მლნ) 180 კმ-ით აღმოსავლეთით და მიწის ზედაპირიდან 10 კმ-ის სიღრმეში მოხდა მიწისძვრა მაგნიტუდით 6.

სამაუწყებლო კორპორაცია ABC-ს ცნობით, მელბურნში რიგი მაღლივი შენობებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია შენობების და გზების უმნიშვნელო დაზიანებების შესახებ. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 35 000 სახლს.

მელბურნის უნივერსიტეტის სეისმოლოგიის განყოფილების დოქტორმა ჯანუკა ატანაიაკემ განაცხადა, რომ პირველადი შეფასებით მიწისძვრის მაგნიტუდა 5,8-6,0 იყო.

თუ ეს პირველადი შეფასებები ზუსტია და მიწისძვრის მაგნიტუდა 6,0 იყო,  მაშინ გამოდის, რომ ჩვენ მელბურნში უკანასკნელი 170-200 წლის განმავლობაში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრის მოწმენი ვართ, – განაცხადა ჯანუკა ატანაიაკემ.

მისი თქმით, ავსტრალიაში ყოველწლიურად დაახლოებით 400 მიწისძვრას აფიქსირებენ მაგნიტუდით 2,5-ზე ნაკლებს, მაგრამ ასეთი სიძლიერის მიწისძვრის მოწმე არათუ ის, არამედ, ალბათ, რამდენიმე თაობა არ ყოფილა.

ოდნავ მოგვიანებით მსოფლიოს სხვადასხვა სეისმოლოგიური ცენტრის მიერ მომხდარი მიწისძვრის პარამეტრების შეფაება თავდაპირველად გავრცელებულისგან მცირეოდენ განსხვავდება

კომენტარები
იტვირთება...