მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. საპილოტო პროექტის თანამშრომლებმა მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესა და სოფელ ვედიდკარის მაჟორიტარ დეპუტატს მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ამოცანები და სოფელ ვედიდკარში დაგეგმილი სამუშაოები გააცნეს.

სოფელ ვედიდკარის საპილოტო არეალზე საველე ტექნიკური სამუშაოების დაწყება ოქტომბერში იგეგმება, რომლის ფარგლებშიც მიწის ნაკვეთების აზომვითი/აგეგმვითი სამუშაოები განხორციელდება, მოხდება მიწის ნაკვეთებზე ინფორმაციის მოძიება საკუთრების უფლების რეგისტრაციის მქონე პირებისა და უფლების დამდგენი დოკუმენტაციის შესახებ, ასევე დაინტერესებულ პირებს ადგილზევე გაეწევათ შესაბამისი კონსულტაციები მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელი ვედიდკარი ერთ-ერთია იმ 12 დასახლებიდან, რომლებშიც, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიმდინარეობს.

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულარეალებზე სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურსაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები; შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა;

მესაკუთრები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთებისარქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის თუ სხვამიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ, ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად