მიწის რეგისტრაციის შესახებ უფასო ელექტრონული კურსი მომზადდა

იუსტიციის სასწავლო ცენტრი დისტანციური სწავლების ფორმას ნერგავს. იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მიწის რეგისტრაციის შესახებ პირველი ელექტრონული კურსი შექმნა.

კურსი განკუთვნილია მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის და საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.  ელექტრონული კურსის გავლა უფასოა და მისი მიზანია დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნოს საქართველოში მიმდინარე მიწის რეგისტრაციის რეფორმის არსი, მნიშვნელოვანი მიღწევები და რეგისტრაციასთან დაკავშირებული ძირითადი სამართლებრივი საკითხები.

ელექტრონული კურსის გასავლელად საჭიროა რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: http://landregistration.gov.ge/ka/login   თქვენს მიერ მითითებული სარეგისტრაციო მონაცემებით შეგიძლიათ კურსს გაეცნოთ შეუზღუდავი სიხშირით.

ელექტრონული კურსი – „მიწის რეგისტრაცია“ მოიცავს სამ მოდულს. ყოველი მოდულის ბოლოს მონაწილემ  უნდა შეასრულოს 10 ტესტური დავალება.  ელექტრონული სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა მონაწილემ სწორად
უპასუხოს ტესტური დავალებების 70%-ს. კურსი შემუშავდა  იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გერმანიის
საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) თანამშრომლობით ევროკავშირის პროექტის „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ გრანტის ფარგლებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად