მიტროპოლიტი იოანე ჩანაწერებზე: ესაა მცდელობა ხელისუფლებისა და ეკლესიის დაპირისპირების

„ალბათ თავდასხმები სასულიერო პირებზე კიდევ იქნება, რადგან ქრისტიანობის ისტორია თავად არის ცილისწამება ქრისტიანებზე და მოძღვრებზე, მაგრამ კონკრეტულად რას აბრალებენ, ამის დოკუმენტი კი არაა წარმოდგენილი, ამაზე ლაპარაკია. ეს კი ჭორის დონეზე და ფეიკების დონეზე არასერიოზულია.”

ამის შესახებ „ქრონიკაში“ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა განაცხადა.

„ალბათ, თავდასხმები სასულიერო პირებზე კიდევ იქნება, რადგან ქრისტიანობის ისტორია თავად არის ცილისწამება ქრისტიანებზე და მოძღვრებზე, მაგრამ კონკრეტულად რას აბრალებენ, ამის დოკუმენტი კი არაა წარმოდგენილი, ამაზე ლაპარაკია. ეს კი ჭორის დონეზე და ფეიკების დონეზე არასერიოზულია. ესაა წინასაარჩევნო კამპანია, რომ თავი წარმოაჩინონ ფხიზელ ადამიანებად, რომელთაც ყველაფერი იციან და ისინი არიან მართლები და ყველა დანარჩენი, ხელისუფლება იქნება თუ ეკლესია ცდება. ესაა მცდელობა ხელისუფლებისა და ეკლესიის დაპირისპირების“, – განაცხადა მიტროპოლიტმა იოანე.

იგი მიიჩნევს, რომ ეს ტალღა ცოტა ხანში ჩაივლის და არაა ყურადსაღები.

„ალბათ, მორიგ თემას გამონახავენ, რომ კიდე შეუტიონ. ესაა წინასაარჩევნო კამპანია, რომ ქულები დააგროვონ ხალხში. სჯობს გაიხსენონ ხელისუფლებაში ყოფნისას ისინი რას აკეთებდნენ. არა მარტო უთვალთვალებდნენ, არამედ ასაჯაროებდნენ პირადი ცხოვრების კადრებს. ეს იყო დანაშაული და დასჯადი, მაგრამ არავის არ დაუსჯია ისინი სამწუხაროდ. ახლა თვითონ ითხოვენ იმის დასჯას რაც არაა განცხადებული“, – თქვა იოანე გამრეკელმა.

კომენტარები
იტვირთება...