მიშელაძე: ჭუბერსა და ნაკრის ხეობას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბების დიდი პოტენციალი აქვს

“ნენსკრა ჰიდრო”, რომელიც კორეის წყლის რესურსების კორპორაციის – K-Water-ისა (ინვესტორი) და სს “საპარტნიორო ფონდის” თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა,რომელიც მიზანად ისახავს ნენსკრასა და ნაკრის ხეობებში მაღალკაშხლიანი ელექტროსადგურების მშენებლობასთან ერთად ხელი შეუწყოს რეგიონის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.

“ნენსკრა ჰიდრომ” მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით,წელს აქტიურად დაიწყო ამ განხრით მუშაობა, რისი მაგალითიც კოოპერატივების სააგენტოსთან თანამშრომლობაა. ადგილობრივი, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება “ნენსკრა ჰიდროს” პროექტის ე.წ “თემის განვითარების პროგრამის” ერთ-ერთი მნიშვნელოვან კომპონენტად იქცა.

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით “ნენსკრა ჰიდრომ” და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ჭუბერსა და ნაკრაში მოსახლეობასთან საკმაოდ ნაყოფიერი და აქტიური ტრენინგები გამართა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ “საქმიან დილაში” სვანეთის კერძოდ ჭუბერისა და ნაკრას მდგრადი ეკონომიკური განვითარების პოტენციალზე და კოოპერატივების შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

-საქართველოს საკმაოდ დიდ ტერიტორიას მაღალმთიანი რელიეფი მოიცავს ,შესაბამისად იქ მაცხოვრებლებს არ აქვთ დამოუკიდებლად განვითარების დიდი შესაძლებლობა. სწორედ აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი გზა მათი მხარდაჭერის და განვითარების სწორეთ კოოპერატივის შექმნაა.

თუნდაც ჭუბერსა და ნაკრაში, სადაც აქტიურად ვსაქმიანობთ არის პოტენციალი რომ მათი რესურსების გაერთიანებით სრულფასოვანი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები ჩამოყალიბდეს.

კანონმდებლობიდან გამომდინარე ,იმისათვის რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები სტატუსი მიენიჭოს ორგანიზაციას საჭიროა მინიმუმ სამი ადამიანის გაერთიანება. იმის გათვალისწინებით რა შესაძლებლობებიც აქვს სწორედ ამ ხეობას, ჩვენ ვფიქრობთ რომ აქ მინიმუმ ორი მძლავრი კოოპერატივის ჩამოყალიბებაა შესაძლებელი. ერთი იქნება მეფუტკრეობის მიმართულებთ ხოლო მეორე რძის გადამამუშავებელი საწარმო. ასევე აღსანიშნავია ისიც რომ მიუხედავად იმის რომ მოსახლეობა ერთმანეთისგან შორ მანძილზე ცხოვრობს,საქმიანი ურთიერთობების დამყარება არც ისეთ რთულია.

ამ ეტაპზე, ჩვენს სააგენტოში განიხილება კოოპერატივების ჩამოყალიბების ეს ორი მიმართულება. ახლო მომავალში კი მის განხორციელებას დავიწყებთ.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემგადაცემაში ასევე ისაუბრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ მოსახლების ცნობიერების ამაღლებასა და ტრეინინგების მნიშვნელობაზე.

-ჩვენ გვქონდა შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომლების ძალიან დაინტერესებულები იყვნენ და ტრენინგიც ჩავუტარეთ. ვფიქრობ დასჭირდებათ ტექნიკური დახმარება მათი კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, რათა სრულად გაიაზრონ რას ნიშნავს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. მიუხედავად იმისა რომ კოოპერატივი კარგი ორგანიზაციული ფორმაა, შიდა საწარმო ურთიერთობები არ არის ისეთი იოლი.აქ ერთი წევრი ერთი ხმაა მიუხედავად მათი ეკონომიკური მონაწილეობისა. სწორედ ასეთი ნიუანსები იწვევს დამატებითი ცოდნის აუცილებლობას. კოოპერატივი საკმაოდ დემოკრატიული ფორმაა, ცოტა რთულია მაგრამ შრომის და ენერგიის დახარჯვა ეფექტურობის მიზნით ღირს.

გიორგი მიშელაძემ სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობა შეაჯამა და იმ სიახლეებზე ისაუბრა ,რასაც სასოფლო სამეურნეო კოოპერატივები მოსახლეობას მომავალში თავაზობს.

-შეიძლება ითქვას რომ წლევანდელი წელი ჩვენი საქმიანობისთვის საკმაოდ აქტიურია ,რამე თუ მევენახეობის პროგრამაში ღვინის გადამამუშავებელი, 10 ახალი საწარმო გვექნება.5 უკვე ჩაშვებულია და რთველიც მიიღო. 5 კი წლის ბოლომდე დაემატება.

რძის საწარმოს მიმართულებით აქაც ახალი 10 საწარმო შეემატება კოოპერაციულ საწარმოებს .ამას გარდა აღსანიშნავია რომ მაღალმთიანი სათიბ -საძოვრების სახელმწიფო პროგრამაში ჩართულია 10 პროექტი ,ასევე ამ პროგრამის ფარგლებში 4 საწარმო უნდა აშენდეს. წელს დასრულდება შუაფხოში ყველის გადამამუშავებელი საწარმო იქ იქნება დამბალხაჭოს პირველი სამრეწველო წარმოება. წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტში გამოცხადებულია რძის გამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოების მშენებლობის ტენდერები. ამ სამი მიმართულებით საკმაოდ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს. გარდა ამის მეფუტკრეობის მიმართულებით ტექნიკური დახმარების გარკვეული სახელმწიფო პროგრამა განვახორცილეთ.-გაანცხადა გიორგი მიშელაძემ.

 

 

წყარო: bm.ge

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად