მიშელ ბარნიე საფრანგეთის 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ყოფილი ევროკომისარი და ევროკავშირის ყოფილი მთავარი მომლაპარაკებელი Brexit–ზე, რესპუბლიკელების ცენტრალური მემარჯვენე პარტიის 70 წლის წარმომადგენელი მიშელ ბარნიე 2022 წლის გაზაფხულის არჩევნებში ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდება.

“დიახ, მე მივიღე გადაწყვეტილება ვიასპარეზო საპრეზიდენტო არჩევნებში მომავალ აპრილში. 8 თვეზე ნაკლებ დროში ფრანგები აირჩევენ თავიანთ ახალ პრეზიდენტს”, – თქვა ბარნიემ ხუთშაბათს საღამოს, 26 აგვისტოს, პარიზში, TF1- ის პირდაპირ ეთერში.

”ამ მძიმე დროს მივიღე გადაწყვეტილება გავხდე საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელიც პატივს სცემს ფრანგებს და რომელსაც პატივს სცემს საფრანგეთი,“- აღნიშნა ბარნიემ.

კომენტარები
იტვირთება...