მიშა მშვილდაძე: მეგის ქარდავა იყო გაბლატავებული ბოროტი სადისტი -მისი ადგილი ციხეშია

მეგის ქარდავა იყო გაბლატავებული ბოროტი სადისტი. მისი ადგილი არის ციხეში. არც არაფერია საკამათო აქ. – ამის შესახებ “ანტისაოკუპაციო” აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემა “კვირაში ერთხელ” წამყვანი მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში წერს.

8 წლიანი ძებნის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მეგის ქარდავა საქართველოში კიევი-თბილისის რეისით გუშინ ჩამოიყვანეს.

ცნობისთვის, შესაძლოა მეგის ქარდავას უვადო პატიმრობა შეეფარდოს – მის მიმართ არსებული 11 სისხლის სამართლის საქმიდან 5-ზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, 6 საქმე იხილება სასამართლოში

კომენტარები
იტვირთება...