მიშა მესხი: გვარამია, რა გიყო, წააგე, ძმაო!

მსახიობი მიშა მესხი “რუსთავი 2” -თან საუბრისას აცხადებს, რომ ის პროპაგანდა, რაც სალომე ზურაბიშვილის მიმართ ხორციელდებოდა, იყო ბინძური

“გამართლდა ჩემი მოლოდინი, ვულოცავ ქალბატონ სალომეს!  ნამდვილად არ მინდოდა ვაშაძის გამარჯვება, მე ესე ვფიქრობდი, რომ ცოტა არეულობას გამოიწვევდა.

გვარამია, რა გიყო, წააგე  ძმაო, ვერანაირი ბორბლებში პოლისჯოხის გაყრებით ვერ გაიმარჯვა “რუსთავი 2″-ის პროპაგანდამ, ბოდიში რომ თქვენი არხია, მაგრამ ეგრე მოხდა. რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯია. ძალიან ცუდი პროპაგანდა მიჰყავდათ ქალის მიმართ.” – განაცხადა მიშა მესხმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად