“მის დედამიწა 2019”-ის გამარჯვებული პუერტო-რიკოს წარმომადგენელი გახდა

სილამაზის მე-19-ე საერთაშორისო კონკურსის „მის დედამიწა 2019“-ის გამარჯვებული პუერტო-რიკოს წარმომადგენელი ნელის პიმენტელი გახდა.

კონკურსის შედეგები მის ოფიციალურ Twitter გვერდზე ქვეყნდება. დაჯილდოების ცერემონია ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ჩატარდა.

მეორე ადგილი და „მის ჰაერი“-ს ტიტული კი ამერიკის წარმომადგენელმა ემანი დევისმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი და „მის წყალი“-ს ტიტული – ჩეხეთის წარმომადგენელმა კლარა ვავრუშკოვამ. მეოთხე ადგილი და „მის ცეცხლი“-ს ტიტული კი – ბელარუსის წარმომადგენელმა ალისა მანენოკმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...