მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრაში ბრალდებული 56 წლისკაცი, 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ და დაკავებული პაატა მაჭარაშვილი 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

ასევე გათვალისწინებულ იქნა, მაჭარაშვილის თანასოფლელების მიერ მისი გათავისუფლების მითხოვნით შეგროვილი 800 ხელმოწერაც.

ცნობისათვის შემთხვევა სოფელ ბოდბეში 1 ნოემბერს მოხდა. მხარეებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას სანადირო თოფიდან გასროლა მოჰყვა,რა დრსაც 31 წლის კობა თარაშვილი მხარის მიდამოში დაიჭრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად