მირზა სუბელიანს 1 წლით და 1 თვით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა,თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი №51 საშუალო სკოლის მოსწავლეების დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანის საქმის არსებითი განხილვა.

მოსამართლე ლელა ნოზაძემ ბრალდებულ მირზა სუბელიანს 1 წლით და 1 თვით პატიმრობა შეუფარდა.

წინა სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებამ აღნიშნულ ბრალდებაში მირზა სუბელუანის დამნაშავედ ცნობა მოითხოვა.

ასევე, წინა სასამართლო სხდომაზე, მირზა სუბელიანის ადვოკატებმა, სუბელიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის პატიმრობა 5 ათას ლარიანი გირაოს შეცვლით მოითხოვეს, რასაც სუბელიანი დაეთანხმა და განაცხადა: „ვეთანხმები ადვოკატებს, მაგრამ თუ საზოგადოებისთვის საჭიროა, ვიჯდები. 9 თვის განმავლობაში გამოვსწორდი სამარტოვო საკანში.”

მოსამართლემ ე.წ. ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებული მირზა სუბელიანის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

ცნობისთვის, “საქართველოს პროკურატურამ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ მირზა სუბელიანს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა).

ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 1 დეკემბერს ქ. თბილისში, ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემდეგ მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა გ.ჯ.-ს დანაშაულის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...