მირზა სუბელიანი ციხეს დღეს დატოვებს

2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი, თბილისის №51 სკოლის მოსწავლის დავით სარალიძის მკველობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული, მთავარი პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი საპყრობილეს დღეს დატოვებს.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მირზა სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ მისთვის წაყენებული ბრალის ნაწილში კვალიფიკაცია შეცვალა და  სუბელიანი დანაშაულის დაფარვისთვის დამნაშავედ სცნო და 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...