მირზა სუბელიანი:რომ შემეძლოს, ამ ბავშვებისთვის ჩემს სიცოცხლეს დავთმობდი

“კიდევ ერთხელ ვიმეორე, არ მინდა პოპულისტურად გამომივიდეს, რომ შემეძლის ამ ბავშვებისთვის ჩემს სიცოცხლეს გავცვლიდი”- ამის შესახებ ბრალდებულმა მირზა სუბელიანმა სასამართლოში საბოლოო სიტყვის დროს გნაცხდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი №51 საშუალო სკოლის მოსწავლეების დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, სადაც ბრალდებულის ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, მირზა სუბელიანისთვის ჯარიმის შეფარდებას ითხოვენ.

წინა სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებამ აღნიშნულ ბრალდებაში მირზა სუბელუანის დამნაშავედ ცნობა მოითხოვა.

ასევე, წინა სასამართლო სხდომაზე, მირზა სუბელიანის ადვოკატებმა, სუბელიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის პატიმრობა 5 ათას ლარიანი გირაოს შეცვლით მოითხოვეს, რასაც სუბელიანი დაეთანხმა და განაცხადა: „ვეთანხმები ადვოკატებს, მაგრამ თუ საზოგადოებისთვის საჭიროა, ვიჯდები. 9 თვის განმავლობაში გამოვსწორდი სამარტოვო საკანში.”

მოსამართლემ ე.წ. ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებული მირზა სუბელიანის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

ცნობისთვის, “საქართველოს პროკურატურამ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ მირზა სუბელიანს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა).

ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 1 დეკემბერს ქ. თბილისში, ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემდეგ მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა გ.ჯ.-ს დანაშაულის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად