მირზა სხულუხია და ტარიელ გაფრინდაშვილი ოქროს მედლებისთვის იჭიდავებენ

ბუდაპეშტში 23 წლამდელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი.

დღეს ფინალში გასასვლელად 65-70-79-97კგ წონითი კატეგორიების მოჭიდავეები იბრძოდნენ.

70კგ წონით კატეგორიაში მირზა სხულუხიამ სძლია მეტოქეებს, ფინალში გავიდა და ხვალ ოქროს მედლისთვის რუს ჩერმენ ვალიევთან იჭიდავებს.

79კგ წონითი კატეგორიის ფინალში გავიდა და ხვალ ოქროს მედლისთვის აგრეთვე იჭიდავებს ტარიელ გაფრინდაშვილი. მისი მეტოქე აზერბაიჯანელი აბუბაკრ აბაკაროვი იქნება.

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანს ინარჩუნებს 65კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავე ედემი ბოლქვაძე, რომელიც პირველივე შეხვედრაში დამარცხდა იაპონელ მოჭიდავესთან, მაგრამ ამ უკანასკნელმა ფინალში გააღწია და ედემი ბოლქვაძეს რეპეშაჟში ჭიდაობის უფლება მიეცა.

97კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის ფავორიტად მიჩნეულმა გივი მაჭარაშვილმა პირველივე შეხვედრაში განიცადა მარცხი ირანელ სპორტსმენთან. შემდეგ ირანელი ფინალში გავიდა და გივი მაჭარაშვილს ხვალ რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი გაუჩნდა.

57 კგ წონით კატეგორიაში რობერტ დინგაშვილმა საწყისი ორი შეხედრა მოიგო,შემდეგ კი მეოთხედფინალში თურქ მოჭიდავესთან დამარცხდა, თავის მხრივ, თურქი მოჭიდავე ნახევარფინალში დამარცხდა და რობერტ დინგაშვილს რეპაშაჟიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი არ მიეცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად