მირზა სხულუხია და ელიზბარ ოდიკაძე ფინალში ვერ გავიდნენ

დასრულდა თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის პირველი დღის შეხვედრები.

70კგ წონის ნახევარფინალურ შეხვედრაში  მირზა სხულუხია პოლონელ გაჯიმურად გაჯიევთან 1:4 დამარცხდა და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს რეპეშაჟის ფინალში გამარჯვებულთან.

97 კგ წონის ნახევარფინალში მარცხი განიცადა ელიზბარ ოდიკაძემ. მას რუსმა აბდულრაშიდ საიდულაევმა 6:0 სძლია. ელიზბარ ოდიკაძე ხვალ რეპეშაჟის ფინალში გამარჯვებულს შეხვდება ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში.

რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლის შანსი დაკარგეს ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და ნიკა კენჭაძემ: მათ მძლეველებმა ნახევარფინალებში განიცადეს მარცხი.

ჩემპიონატის ფინალში ხუთიდან ოთხ წონით კატეგორიაში რუსები ისპარეზებენ, ორ წონაში ბელარუსები, თითო-თითოში კი თურქი, აზერბაიჯანელი, პოლონელი და რუმინელი.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად