მირიან წიკლაური მედიკამენტების ფასების დარეგულირებაზე პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებას წარუდგენს

საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრი მირიან წიკლაური მედიკამენტებზე საქართველოში არსებული ფასების კანონმდებლობით განსაზღვრას ითხოვს.

ამის შესახებ მირიან წიკლაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და ფასების დარეგულირების პროცესში სახელმწიფოს ჩართულობის, კანონმდებლობით განსაზღვრა მოითხოვა.

მისი განცხადებით, მედიკამენტების ფასები მეტად საჭირბოროტო თემაა და აღნიშნული საკითხი შეჭირვებული მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობაზე აისახება, რის გამოც აუცილებელია დაწესდეს მოგების ზედა ზღვარი და მისი კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდეს.

„გარკვეული კვლევა ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ საქართველოში მედიკამენტებზე ფასები მნიშვნელოვნად მეტია ვიდრე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. კვლევამ აჩვენა, რომ 6-ჯერ, 10-ჯერ უფრო ძვირია, თან ისეთი მედიკამენტები, რომლებიც თითქმის ყოველდღიურ მოხმარებაშია. შესაბამისად, მოსახლეობის გასავალი, ხოლო ფარმაცევტული კომპანიების შემოსავლები გიგანტურ ფასებს აღწევს.

ვფიქრობ უკვე დროა სახელმწიფო ჩაერიოს ფასების რეგულაციაში. ამისთვის მომზადდა საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიხედვითაც მთავრობას საშუალება ექნება დაადგინოს მოგების გარკვეული ზედა ზღვარი. ამის მიღების შემდეგ მთავრობა პასუხისმგებელი იქნება მოსახლეობის წინაშე, რომ ხელმისაწვდომი გახადოს მედიკამენტები“, – განაცხადა მირიან წიკლაურმა.

პრესკონფერენციაზე საკანონმდებლო წინადადების დეტალებზე მისმა ავტორმა, ქართლი დასის ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ ისაუბრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად