მირიან ქათამაძემ სხალთის საჯარო სკოლა მოინახულა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლაში სტიქიის შედეგად სახურავი დაზიანდა. დღეს, სხალთის საჯარო სკოლა დაათვალიერა და სკოლაში არსებულ ვითარება სკოლის დირექტორმა თემურ შაინიძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს მირიან ქათამაძეს გააცნო,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

დირექტორის განმარტებით სკოლის სახურავის რეაბილიტაცია სკოლის ფინანსური რესურსით უახლოეს პერიოდში განხორციელდება.

ასევე, სკოლაში დაზიანებულია გათბობის სისტემის მილები, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ შეკეთებას.

მირიან ქათამაძის განმარტებით სკოლაში ინფრასტუქტურული სამუშაოების დაგეგმვა უნდა განხორცილედეს პრიორიტეტებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.

სკოლის დირექციის განმარტებით ასევე იგეგმება ღია სპორტული მოედნის რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა.

კომენტარები
იტვირთება...