მირიან ქათამაძე: თუ მე ქობულეთში არ ვიქნები წარმატებული, ჩემს ყველა წარმატებას ფასი ეკარგება!

"ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც მას ეძლევა შესაძლებლობა და შანსი იფიქროს, იზრუნოს, იშრომოს იმ მოსახლეობისთვის, რომელთან ერთადაც ის დაიბადა, გაიზარდა და იმ გარემოს მიმართ, რომელმაც ითამაშა როლი მისი პიროვნულად ჩამოყალიბებაში.“ – აცხადებს „აიპრესთან“ ინტერვიუში ქობულეთის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" მირიან ქათამაძე.

ეს არის ყველაზე რთული საქმე. ჩემი ბიოგრაფიის რაღაც დეტალები, რომელიც სხვებში მოწონებას იმსახურებს, უკვე წარსულია. ფაქტობრივად ჩემი გადაწყვეტილება, მივიღო მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, გავიმარჯვო და დავიკავო ქობულეთის მერის პოზიცია, არის ერთგვარი წყალგამყოფი ჩემს ცხოვრებაში. იწყება ახალი, აბსოლუტურად განსხვავებული ეტაპი, საიდანაც აბსოლუტურად ძველ მიღწევას, წარმატებას ყველანაირი ფასი ეკარგება, თუ მე აქ არ ვიქნები წარმატებული.

ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი პატივი, ამავე დროს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მავსებს ჩემი საკუთარი ქობულეთის და მისი მოსახლეობის წინაშე, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, თუკი მე მართლა შემიძლია საქმის კეთება, აქ გამოჩნდება ყველაზე კარგად. იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როდესაც შენს საკუთარ ქალაქში, საკუთარ მუნიციპალიტეტში , საკუთარ სოფელში წარმატებული მენეჯერი ხარ.

ერთ-ერთმა ქობულეთელმა ჩემთან საუბრისას ასეთი რამ თქვა: „ჩვენ ქობულეთელები ყოველთვის ღმერთის ანაბარა და ღმერთის იმედზე ვართ“…

 რეალურად, მათ აქვთ საყვედურის თქმის საბაბი, რადგან მუნიციპალიტეტს, რომელსაც აქვს უნიკალური მდებარეობა, პირობები, სანაპირო ზოლი, ყურადღების მიღმაა დარჩენილი, უნიკალური რესურსი გამოუყენებელია. რას აპირებთ თქვენ ქობულეთისთვის, რატომ უნდა მოგცენ ქობულეთელებმა ხმა?

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბოლო სამი წლის განმავლობაში არც თუ ისე ცოტა რამ არის გაკეთებული. უბრალოდ არის სამუშაოების და ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი, რომელიც მიუხედავად მოსახლეობის სასარგებლო თვისებისა და სარგებლიანობის მაღალი ხარისხისა, არ ჩანს საზოგადოებისათვის, მაგალითად იგივე მიწისქვეშა კომუნიკაციების მოგვარება, მოწესრიგება, საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგება, წყლისა და წყლის სისტემის მოწესრიგება, ეს ხშირ შემთხვევაში არ ჩანს, თუმცა ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოქმედი ხელმძღვანელობის მიერ. მათ, ამის გამო, მე როგორც რიგითი ქობულეთელი, მადლობას ვეუბნები, იმიტომ, რომ ეს პრობლემა, რომ არ მოგვარებულიყო, აზრი არ ექნებოდა შემდგომში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე ფიქრსაც კი.

რაც შეეხება იმას, როგორ უნდა გაგრძელდეს შემდგომში და რა ძირითად მიმართულებებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება…  ქობულეთი უნდა იქცეს, თამად ვთქვათ, შავი ზღვისპირეთში ერთ-ერთ მიმზიდველ ქალაქად.  ეს არის ჩვენი ამბიცია, რომ ქობულეთი იყოს მიმზიდველი ადგილი ვიზიტორებისათვის, ინვესტორებისათვის და აქ საკმაოდ ჯანსაღი კონკურენცია იყოს ნებისმიერი ინვესტორისათვის, ასევე ტურიზმის განვითრების მსურველი მეწარმეებისათვის,

ქობულეთს, გარდა იმ ტრადიციული ინფრასტრუქტურული პროექტებისა, ძირითადი პრობლემების მოგვარების პარალელურად,  სჭირდება აშკარად ახალი, გაბედული იდეები, რომელიც მოემსახურება ქობულეთის, როგორც ქალაქის განვითარებას. ამისათვის საჭიროა მაქსიმალურად მიმზიდველი გახდეს ქობულეთის სანაპირო ზოლი ინვესტორებისათვის.

მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე თვის წინ, საფუძველი ჩაეყარა ქობულეთში 5 ვარკსვლავიანი სასტუმროს მშენებლობას. პროექტის მიხედვით, დაახლოებით  200 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ეს არის უპრეცედენტო პროექტი ქობულეთისათვის. 2019 წლის ბოლომდე, ეს იქნება თვისი მასშტაბებით, კონსტრუქციით , დიზაინით ერთ-ერთი ორიგინალური პროექტი, რომლის მსგავსი არ იქნება ამიერკავკასიაში.

გარდა ამისა, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ქობულეთის საინვესტიციო პოტენციალის სრულად ათვისებაზე. ამ კუთხით, ქობულეთის მუნიციპალიტეტს, რა თქმა უნდა, შეზღუდული აქვს თავისი უფლებამოსილება, მაგრამ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებთან აქტიური თანამშრომლობის გზით, ასევე საინვესტიციო გარემოს შექმნით, ყველა მისასვლელი გზის მოწესრიგებით, ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით დამთავრების გზით, ჩვენ ვფიქრობთ, მნიშვნელოვან როლს ვითამაშებთ საინვესტიციო გარემოს შექმნაში.

ამას ემატება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, არ შეიძლება არანაირი ფიქრი ინვესტიციაზე, თუ ჩვენ არ გვექნება მოწესრიგებული სანაპირო ზოლი, მნიშვნელოვანწილად მიახლოებული თანამედროვე სტანდარტებთანაც კი. ჩვენ მზად ვართ, აქ გავიზიაროთ ძალიან ბევრი საერთაშორისო ხასიათის გამოცდილება. ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს და მოდი ნუ დავმალავთ ამ პრობლემებს.

ჩვენ არ ვართ ორიენტირებულები მხოლოდ იმაზე ვისაუბროთ, რაც გაკეთდა.  ჩვენ პირიქით, ვსაუბრობთ პრობლემაზე და ვეძებთ ქმედით, პრაგმატულ ნაბიჯებს ამ პრობლემის გადასაჭრელად.

როდის აპირებთ სანაპირო ზოლის მოწესრიგებას?

სანაპირო ზოლის მოწესრიგების ერთ-ერთი მთავარი სეგმენტი არის ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომლის  გარკვეულ კილომეტრიანი მონაკვეთი უკვე ჩასმულია და 2017 წლიდან  დაიწყება ამ საკითხზე მუშაობა, ნაპირსამაგრი სამუშოები უკვე წელს დაიწყება. ამ მხრივ აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს მუნიციპალური განვითარების ფონდთან და შესაძლებელია, ფონდის მიერ დაფინანსდეს ამ სამუშაოების ნაწილი.

 

ვფიქრობთ, უახლოეს ხანში, ალბათ 2018 წლის განმავლობაში, აღარ უნდა არსებობდეს  ის პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ქობულეთის სანაპიროსთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...