მირიან ნიკოლაძე: ზ.ხ.- ს მამის ქმედებები ანგარიშგასაწევი გახდა, მისი მუქარები რეალური იყო

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის  გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, მკვლელობის საქმეში ბრალდებულის ზ.ხ.-ს მამის,  თამაზ ხომასურიძის მხრიდან მუქარა რეალური იყო და ამაზე თავად მიმართა შსს-ს.

ამის შესახებ მირიან ნიკოლაძემ “აიპრესთან” განაცხადა და განმარტა, რომ მუქარებთან ერთად მისი მხრიდან მტკიცებულებების ფალსიფიკაციასაც ჰქონდა ადგილი.

“მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს. ორთვენახევარი ვაცდიდი, იქნებ ცოტა გონს მოგებულიყო. იმდენად გაართულა ყველაფერი, რომ ანგარიშგასაწევი გახდა მისი ქმედებები, გიორგის ოჯახმაც დამიდასტურა, რომ უკვე მუქარები რეალური იყო მისი მხრიდან, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასაც ახდენდნენ. გურამ ამირხანაშვილსაც, იაკობ ბრეგვაძესაც ემუქრებოდა”, –  განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ზ.ხ.-ს მამა, თამაზ ხომასურიძე დღეს, 11 სექტემბერს დააკავეს.

შსს საქმეზე განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

ცნობისათვის, არასრულწლოვანი ზ.ხ ერთ-ერთია იმ 5 ბრალდებულს შორის, რომელსაც შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა. გამოძიება მას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად