მირიან ნიკოლაძე: ვთქვი, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ექსპერტიზით დაიწყება ახალი ეტაპი სისხლის სამართლის საქმეში

საფუძვლიანი ვარაუდი მაქვს რომ ის ვერსია დადასტურდეს, რაც ოჯახს აქვს და მას კატეგორიული პოზიცია, – ამის შესახებ დაღუპული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

“მე გითხარით, რომ დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყება ახალი ეტაპი სისხლის სამართლის საქმეში ამ ექსპერტიზით, ვინაიდან ის ვერსია, რაც ოჯახს გააჩნდა, საფუძვლიანი ვარაუდი მაქვს იმისა, რომ ეს ვერსია უნდა დადასტურდეს და ოჯახს ექნება ძალიან კატეგორიული პოზიცია. აქამდე რის გულისთვისაც ჯვარს გვაცვეს და ლამის გაანადგურეს ისედაც გაუბედურებული ოჯახი, ამ ექსპერტიზით იმედი მაქვს, რომ ოჯახის ვერსია დადასტურდება და სამომავლოდ გვექნება საფუძველი იმისა, რომ რომ დავაყენოთ გარკვეული წრის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. მე წინ ვერ გავუსწრებ მოვლენებს და რაც ვიცი ჩემთვის ვიცი და უნდა მაპატიოთ”, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად